რეალმა თვალი ბარსელონას ქალთა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს დაადგა

მადრიდის "რეალმა" თვალი "ბარსელონას" ქალთა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ჯენიფერ ერმოსოს დაადგა. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.
ჯენი ერმოსო როგორც "ბარსელონას", ასევე ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ის ლა ლიგის ბოლო 3 და ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
მიმდინარე სეზონში ერმოსომ "ბარსაში" პოზიციები ცოტათი დათმო. ლა ლიგის ბომბარდირთა დავის სათავეში სამი "ბარსელონელია" და მათ შორის ერმოსო არ შედის. ის მე-5 ადგილს იკავებს.
ერმოსოს "ბარსელონასთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და "რეალმა" გადაწყვიტა, ამით ისარგებლოს. ერმოსო მადრიდელია, მან ფეხბურთის თამაში ამ ქალაქში ("ატლეტიკოში") დაიწყო და ჯამში 7 წელი ითამაშა. ამას ისიც ემატება, რომ "რეალის" ქალთა გუნდი ნელ-ნელა ძლიერდება. მაგალითად ბოლო შეხვედრაში მადრიდელები "ბარსასთან" მხოლოდ 1-3 დამარცხდნენ.
ქალთა ფეხბურთში "ბარსელონასა" და "რეალს" შორის დიდად პრინციპული დაპირისპირება არაა და ერთი გუნდიდან მეორეში ფეხბურთელის გადასვლა განსაკუთრებული შემთხვევა არ იქნება. თუმცა AS იმასაც იტყობინება, რომ ერმოსო "ბარსაში" ბედნიერია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]