როგორ დაასრულეს 2021 წელი ბარსელონას გუნდებმა

როგორ დაასრულეს 2021 წელი ბარსელონას გუნდებმა

გუშინ "ბარსელონას" პროფესიონალური გუნდებისთვის 2021 წელი დასრულდა.

წლის ბოლო შეხვედრა კალათბურთის გუნდმა ჩაატარა, რომელი ევროლიგაზე შეხვედრის აუტსაიდერ "ბასკონიასთან" 75-94 განადგურდა. ამის მიუხედავად კატალონიელებმა წელი ევროლიგის ლიდერის სტატუსით ჩაამთავრეს.

გთავაზობთ იმ პოზიციებს, რომლებზეც "ბარსას" პროფესიონალურმა გუნდებმა წელი ჩაამთავრეს.

ფეხბურთი

ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცების ფეხბურთის გუნდია და მაინცდამაინც მხოლოდ ამ მიმართულებით მოვიკოჭლებთ. "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, ლა ლიგაში კი გუნდი 2022 წელს მე-7 პოზიციაზე ხვდება.

რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა ქალების გუნდში - მოგებული ყველა თამაში, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, "ბარსელონას" ქალების გუნდი 2022 წელს ლა ლიგის ლიდერის სტატუსით ხვდება.

"ბარსა ბ" ესპანეთის მე-2 დივიზიონში გადასვლისთვის ბრძოლას განაგრძობს. კატალონიელებმა წელი მე-3 დივიზიონის მე-8 ადგილზე დაასრულეს. ფლეი ოფის ზონასთან მათ 3 ადგილი და 3 ქულა აშორებთ.

კალათბურთი

"ბარსელონა", წინა სეზონის მსგავსად, როგორც ესპანეთის ჩემპიონატის, ასევე ევროლიგის ფავორიტია. კატალონიელები ევროლიგას ლიდერობენ, შიდა ასპარეზზე კი მე-2 ადგილზე არიან, თუმცა სიტუაციის გამოსწორების შანსი მათ 2022 წლის პირველივე შეხვედრაში მიეცემათ, როდესაც ლიდერ "რეალს" დაუპირისპირდებიან. ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში "ბლაუგრანა" ესპანეთის ჩემპიონატის პოტენციური ლიდერი ხდება (გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული).

ხელბურთი

ძველებურად დაუმარცხებელი ვეღარაა "ბარსელონას" ხელბურთის გუნდი. კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მათ 10 შეხვედრიდან უკვე 3 წააგეს, რის გამოც ისინი ჯგუფში მხოლოდ მე-4 პოზიციას იკავებენ.

ფუტსალი

წარმატებით თამაშობს ფუტსალის გუნდი. "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატსაც დამაჯერებლად ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგაზეც უდანაკარგოდ გამოდის.

ჰოკეი

კიდევ უფრო კარგად აქვს საქმე გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდს. "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის 12 თამაშიდან ყველა მოიგო.


2022 წელს ორი მნიშვნელოვანი თამაშით ვიწყებთ. 2 იანვარს ფეხბურთის გუნდი ლა ლიგაში "მალიორკას" დაუპირისპირდება, ხოლო კალათბურთის გუნდი - "რეალს".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 დეკემბერი 2021 14:09
    0
    წლის ბოლო შეხვედრა კალათბურთის გუნდმა ჩაატარა, რომელი ევროლიგაზე შეხვედრის აუტსაიდერ "ბასკონიასთან" 75-94 განადგურდა. ამის მიუხედავად კატალონიელებმა წელი ევროლიგის ლიდერის სტატუსით ჩაამთავრეს.

    ბასკონია აუტსაიდერი გახდა? ამ დროს სანამ თორნიკე შენგელია ყავდათ სულ ლიდერებში იყვნენ. იქიდან ცსკა-მ წაიყვანა. და ევროლიგის ნახევარფინალში რომელიც ცსკა-მ დათმო, იმ თამაშშიც კი ყველაზე რეზულტატიანი იყო 18 ქულით.