ბარსელონა ასპილიკუეტას უკვე შეუთანხმდა, კრისტენსენთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებს

ბარსელონა ასპილიკუეტას უკვე შეუთანხმდა, კრისტენსენთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებს

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ანდრეას კრისტენსენის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაა აწარმოებს. კლუბს სურს, მასთან წინასწარ შეთანხმებას მალე მიაღწიოს.

დანიელ მცველს "ჩელსისთან" კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება, რაც ნიშნავს, რომ 1 იანვრიდან მას სხვა კლუბებთან მოლაპარაკება შეუძლია, მოწინავე პოზიციაზე კი სწორედ "ბარსაა".

იმის გათვალისწინებით, რომ კლემან ლანგლე და სამუელ უმტიტი ტრანსფერზე დგანან, ჟერარ პიკე კი მალე 35 წლის ხდება, კატალონიელები ცენტრალური დაცვის გაახალგაზრდავებას აპირებენ.

ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ კრისტენსენი ძლიერი უკანახაზელია, რომელსაც ბურთის კონტროლი შეუძლია, და რონალდ არაუხოსთან ერთად შესანიშნავ დუეტს შექმნის.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, "ბლაუგრანამ" "ჩელსის" ერთ მცველთან, სესარ ასპილიკუეტასთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია - ესპანელი გუნდს მომავალ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 31 დეკემბერი 2021 15:07
    0
    ნუ ასე თუ ისე ეტყობა ჩავის ხედვა და ფეხბურთელებსაც იმის გათვალისწინებით არჩევს, ვისი დათრევაც უფასოდ ან იაფად შეუძლია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 31 დეკემბერი 2021 03:05
    0
    კრისტენსენს ლისანდრო მატინესი მირჩევნია ბევრად მარა არც კი ინტერესდებიან და ჯანდაბას ხო იყოს კრისტენსენი მარა ასპილიკუეტას მოყვანის აზრზს ვერ ვხვდები ალვეში გვყავს და მაზრაუიზე ჩალიჩობენ პარალელურად და ეს ასპილიკუეტარაღათ გვინდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 დეკემბერი 2021 23:45
    0
    კრისტენსენი კონტეს ხელში ძაან მაგარი იყო. მახსოვს სტემფორდ ბრიჯზე რომ 1-1 ვეთამაშეთ მანდ ძაან მაგრად იდგა.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #5 30 დეკემბერი 2021 23:28
    0
    ცუდი ფეზბურთელი არარი მარა არ მგონია ეს ძირითადის კაცუ იყოს/ გუნდს ჭირდება ან უმაღლესი დონის იგროკები ან პერსპექტიული ახალგაზრდები ))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 დეკემბერი 2021 23:17
    1
    აუ კრისტენსენი მაგრად გაასწორებს ტო,აზპილიკუეტაც კაია გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ბალანსი საჭიროა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #3 30 დეკემბერი 2021 22:26
    3
    ორივე მოსაყვანია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 დეკემბერი 2021 22:18
    3
    ასპილიკუეტა-არაუხო-კრისტენსენი-გაია ძაან კაი დაცვა გამოვა, მაგათ მერე დაამატე ახალგაზრდა მარჯვენა მცველი მაგალითად მაზარუი, ნერე გაიას როტაციაში ბალდე, გარსია სკამზე ეგდება ალბათ, მინგეზაც ეგდონ და იქამდე მაღალ ხელფასიანი ნაგვები გააგდონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 დეკემბერი 2021 22:02
    4
    ძაან არასანდო მცველის შთაბეჭდილებას მიტოვებს კრისტენსენი
    მარა უფასოდ თუ დაითრევენ კაი ვარიანტია მაინც
    ბოლობოლო უნდა წავიდეს პიკე
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs