აბდე ესპანეთის ნაკრების არჩევაზე სერიოზულად ფიქრობს

აბდე ესპანეთის ნაკრების არჩევაზე სერიოზულად ფიქრობს

აბდე ეზალზული სერიოზულად განიხილავს ვარიანტს, რომ მან მაროკოს ნაკრებში თამაშზე უარი თქვას და ესპანეთის ნაკრები ამჯობინოს.

20 წლის გარემარბი აფრიკის თასისთვის მაროკოს ნაკრებშია გამოძახებული. აქამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ მისი პრიორიტეტი იყო, ფეხი ჯერ "ბარსელონაში" მოეკიდებინა, შემდეგ კი სანაკრებო კარიერისთვის მიეხედა. ამ მიზნისთვის აბდე მაროკოს ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ცდილობდა, აფრიკელები დაეთანხმებინა, რომ კონტინენტის პირველობაზე არ გამოეძახებინათ.

დღეს აბდეს კორონავირუსი დაუდასტურდა და რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ ის ნაკრებს აფრიკის თასის საწყის ეტაპზე ვერ დაეხმარება. თუმცა როგორც ირკვევა, არაა გამორიცხული, არც არასდროს დაეხმაროს.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ეზალზული სერიოზულად ფიქრობს, ესპანეთის ნაკრები აირჩიოს. მას ამის შანსი მაშინვე გაუჩნდა, როდესაც მაროკოს ნაკრებიდან მიწვევა მიიღო. გავრცელებული ცნობებით თავდაპირველად აბდემ მაროკო არჩია, მაგრამ ახლა ის აზრის შეცვლასთან ახლოსაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 დეკემბერი 2021 16:15
    0
    თუ საუკეთესო ვარიანტზე ფიქრობს და სამშობლო კიდია, მაშინ რაღას ფიქრობს. ხო არ გონია მაროკოს რამეს მოიგებს იმდენს რასაც ესპანეთი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 დეკემბერი 2021 23:35
    0
    წარმატებები სანაკრებო კარიერაში. ლუჩო თუ იქნება მწვრთნელი მაგრად მოხოდავს ამას ნაკრებში.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 დეკემბერი 2021 18:37
    0
    მე ზოგადად ვანიჭებ უპირატესობას რომ ყველამ თავ-თავიანთ ნაკრებებში ითამაშონ მაგრამ ახლა საქმეს ასე სჭირდება და მკიდია მაროკო, როგორც იმათ ჰკიდიათ ბარსა, ახლა ჯობია ესპანეთი აირჩიოს, შეიძლება ბევრი სათამაშო დრო ვერ მიიღოს რადგან: მორატა, მორენო, ოლმო, ფატი, ოიარზაბალი, პინო, ტორესი, ასენსიო, დეპაული, და კიდევ ბევრ შემტევთან მოუწევს კონკურენციის გაწევა, რავიცი თუ კარგად ითამაშებს განაცხადში ადგილის დაკავებაც მიღწევა იქნება და მერე ასე უქნია სასტარტოში უთამაშია გამეხარდება
    ფანი [?]
    #1 30 დეკემბერი 2021 18:31
    3
    ესპანეთი უნდა აირჩიოს, ჯერ ეს ერთი იქ გაიზარდა, ცხოვრების უდიდესი და მნიშვნილოვანი ნაწილი იქ გაატარა, ხოლო წარმომავლობით ეგრე ფატის გვინეაში უნდა ეთამაშა მაგრამ პერსპექტივა არაა ისევე როგორც ამ შემთხვევაში, სად ევროზე თამაში და სად აფრიკის თასზე, პლუს ამას ენრიკე მაგრად მოხოდავს, ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს და შანსს უეჭველი მისცემს განსხვავებით მაროკოსგან, რომელსაც ამ წამს უბრალოდ შემადგენლობის შემავსებლად უნდა.
    პ.ს. ასე თუ აგვიხდა ყველაფერი და აბდემ ესპანეთი აირჩია, ბევრი ბარსელონელი იხოდება ნაკრებში: გავი, პედრი, ფატი, ტორესი, ალბა, ბუსკეცი და აბდე, ამათ წესით მიემატება ნიკოც და შესაძლოა ოდესმე 11 დან 8 ბარსელონელი ვიცილოთ მოედნაზე. დაჟე 9ც თუკი ასპილიკუეტა მოვიყვანეთ.
    მოკლედ ძველი ბარსასმაგვარი რაღაც იხოდება და იმედია ისტორიასაც გადაწერენ