ბარსელონა სესარ ასპილიკუეტას შეუთანხმდა - Sport

"ბარსელონა" სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს. ფერან ტორესის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ "ბლაუგრანამ" დაცვის გაძლიერებაზე ფიქრი დაიწყო და თუ კატალონიურ მედიას დავუჯერებთ, პირველ წარმატებასაც მიაღწია.
ჟერარ რომეროზე დაყრდნობით Sport იტყობინება, რომ "ბარსელონა" "ჩელსის" გამოცდილ მცველს, სესარ ასპილიკუეტას შეუთანხმდა, რომ ესპანელი უკანახაზელი მომდევნო სეზონიდან "ბლაუგრანაში" ითამაშებს. ამ ტრანსფერში კარგი ისაა, რომ ასპილიკუეტა ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და "ბარსა" მას ხელში უფასოდ ჩაიგდებს.
რომეროს ცნობით მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება არსებობს, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია.
სესარ ასპილიკუეტა 32 წლის გამოცდილი ფეხბურთელია, რომელსაც დაცვის როგორც მარჯვენა ფლანგზე, ასევე ცენტრში თამაში შეუძლია. ამჟამად ის "ჩელსის" კაპიტანია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]