10 ფაქტი ფერან ტორესის შესახებ

10 ფაქტი ფერან ტორესის შესახებ

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გავიგეთ იმის შესახებ, რომ ფერან ტორესი "ბარსელონას" შეუერთდა. 

21 წლის თავდამსხმელი "ბარსაში" "მანჩესტერ სიტიდან" გადმოვიდა და კლუბთან 2027 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

"ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა გადაწყვიტა, გულშემატკივრებისთვის ახალწვეული უკეთ გაეცნო და მის შესახებ 10 საინტერესო ფაქტი შემოგვთავაზა.

  1. ტორესი ყველაზე უჩვეულო დღეს, 29 თებერვალსაა დაბადებული (2000 წლის). ესპანეთის რანგით პირველ დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელთაგან ამ დღეს მხოლოდ ერთი მოთამაშე, ბილბაოს "ატლეტიკის" მცველი, მიკელ ბანენსიაგაა დაბადებული.
  2. "ბარსაში", ტორესის მოსვლით, ახალგაზრდა ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა 2000 წელს, მის გარდა, მხოლოდ სერჟინიო დესტია დაბადებული.
  3. ფერანი ვალენსიას ჩრდილოეთით 10 კილომეტრში მდებარე ქალაქ ფოიოსში დაიბადა და კლუბის ისტორიაში მეათე ფეხბურთელი გახდა, რომელიც ამ მუნიციპალიტეტიდანაა. 
  4. ლა ლიგაში 21 წლის შემტევის დებიუტი 2017 წლის 16 დეკემბერს, "ვალენსიას" რიგებში შედგა, რითაც იგი 2000 წელს დაბადებული პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში ითამაშა.
  5. ტორესის ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელი "ვალენსიაში" დავიდ ვილია იყო, რომელმაც შემდეგ "ბარსელონას" მიაშურა. ფერანს პირველად გაისკა მენდიეტას მაისური აჩუქეს, რომელიც სხვადასხვა დროს როგორც "ბლაუგრანას", ისე "ღამურების" ღირსებას იცავდა.
  6. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მას "ბარსელონას" ორი ლეგენდის: პეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობის ქვეშ უთამაშია, შესაბამისად, "მანჩესტერ სიტისა" და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. ახლა კიდევ ერთი ლეგენდის, ჩავი ერნანდესის ჯერია.
  7. ტორესი სხვადასხვა დროს "ბლაუგრანას" ორი ფეხბურთელის, ნეტუსა ("ვალენსიაში 2017-19 წლებში) და ერიკ გარსიას ("სიტიში" 2020-21 წლებში) თანაგუნდელი იყო.
  8. ფერანი, სერხიო აგუეროსა და ერიკ გარსიას შემდეგ, მესამე მოთამაშეა, რომელიც "მანჩესტერ სიტიდან" "ბარსელონაში" გადავიდა.
  9. თუმცა იმ ფეხბურთელების სია, რომელთაც "ბარსასა" და "ქალაქელების" მაისური მოურგიათ, ბევრად უფრო ვრცელია.
  10. როგორც ტორესის Instagram-იდან ჩანს, ის ძაღლების მოყვარულია. ფერანს სამი ძაღლი ჰყავს: მინი, ლუნა და მილო. ესპანელი ძაღლებთან დაკავშირებულ საქველმოქმედო პროექტებში აქტიურადაა ჩართული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 დეკემბერი 2021 12:38
    0
    იაფად გამოდის ხოლმე დაბადების დღის ამბავში, 4 წელიწადში ერთხელ თუ აქვს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 დეკემბერი 2021 23:54
    0
    ელ გუახეზე ნაკლები ფეხბურთი არ ეთამაშოს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 28 დეკემბერი 2021 20:22
    2
    ამის შესახებ ბარსას ოფიციალურ იუთუბ არხზე ვიდეო ვნახე და მხოლოდ ერთი შეკითხვა გამიჩნდა, ის წამყვანი გოგო რომ არის უკეთესი ვერავინ ნახა ამხელა გუნდმა?🤔 ძაან გამაღიზიანებელი ტიპია ნერვებს მიშლის
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.