კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი თავი ბარსელონას შესთავაზა - MD

კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი თავი ბარსელონას შესთავაზა - MD

კატალონიური Mundo Deportivo სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს - კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი თავი "ბარსელონას" შესთავაზა.

პორტუგალიელის "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება ისეთი არ გამოდგა, როგორიც მას წარმოედგინა. თავად ფეხბურთელი კარგ შედეგებს აჩვენებს, რასაც მის გუნდზე ვერ ვიტყვით. ინგლისელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ყველა თამაშში იწვალეს, პრემიერ ლიგაში კი ისინი ლიდერს 19 ქულით ჩამორჩებიან. ამის პარალელურად "ბარსელონა" ეძებს ფეხბურთელს, რომელიც ბევრი გოლის გატანას შეძლებს.

კატალონიური პრესის ცნობით, ამ ფაქტორების ერთობით, შესაძლოა, საუკუნის ტრანსფერი მივიღოთ. Mundo Deportivo-ს ჟურნალისტების ინფორმაციით, პორტუგალიელი მისი მეგობრის, ჟერარ პიკეს საშუალებით ჩავი ერნანდესს რამდენიმე დღის წინ უკვე დაუკავშირდა. პარალელურად კრიშტიანუს აგენტი ჟორჟე მენდეში ჟოან ლაპორტასთან და მატეუ ალემანისთან, რომლებთანაც მას მეგობრობა აკავშირებს, მოლაპარაკებებს აწარმოებს.

MD-ს ცნობით, ამბის გაგების შემდეგ ჩავის რეაქცია იყო: "გოლებსა და გამოცდილებას შეგვმატებს, ეს უდავოა." თუმცა კატალონიელმა ჟერარ პიკეს ჰკითხა, რამდენად კარგია რონალდუ პოზიციურ თამაშში.

იმავე წყაროს მტკიცებით, ჟერარ პიკე, რომელმაც, როგორც ჩანს, შუამავლის როლი იტვირთა, ლეო მესისაც დაუკავშირდა, მიზანი კი იმის გაგება იყო, ხომ არ ისურვებდა არგენტინელი ბარსელონას გარეუბან კასტალდელფელსში მისი სახლის კრიშტიანუ რონალდუსთვის მიქირავებას. რატომ მაინცდამაინც მესის სახლი? რონალდუ აღფრთოვანებული ყოფილა იდეით, სახლში 7 "ოქროს ბურთი" ჰქონდეს. მესის პასუხი კი ასეთია: "თუ ოქროს ბურთებს მოუფრთხილდება და მათ არ წაიღებს, მაშინ პრობლემა არ იქნება."

კატალონიელი ჟურნალისტები იმასაც ამბობენ, რომ რონალდუს ევროპა ლიგაზე თამაშის პერსპექტივაც ხიბლავს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მას ეს ტურნირი არასდროს მოუგია, მეორე მიზეზი კი ის, რომ ასე ის მესის "პარი სენ-ჟერმენთან" ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირებას თავიდან აირიდებს.

რა ნომერს აიღებს კრიშტიანუ? მას 10 ნომერი უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ 17 შეხვდება, რომელიც ლუკ დე იონგის წასვლის შემდეგ გათავისუფლდება.

რა უშლის ტრანსფერს ხელს? რა თქმა უნდა, ხავიერ ტებასი. ლა ლიგის პრეზიდენტი არ უარყოფს, რომ ის მადრიდისტაა და არ იქნება გასაკვირი, თუ მას მისი საყვარელი კლუბის ლეგენდის "ბარსას" მაისურით ხილვა დიდად არ მოეწონება. შესაბამისად ის და მისი ორგანიზაცია ტრანსფერს ძალიან დეტალურად შეისწავლის და ყველანაირად ეცდება, "ბარსას" მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალოს.

თუ თქვენ ამ ტრანსფერის იდეით აღფრთოვანებული ხართ, შეგიძლიათ, კითხვა აქ შეწყვიტოთ. ხოლო თუ რონალდუს "ბლაუგრანას" მაისურის ხილვა დიდად არ გინდათ, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს - Mundo Deportivo-ზე ეს ყველაფერი ნამდვილად დაიწერა, მაგრამ დღეს 28 დეკემბერია, ეს დღე კი ესპანეთში პირველი აპრილის ტოლფასია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #13 28 დეკემბერი 2021 16:28
    1
    ციტატა: Davita
    ასეთ ღლეობა სტატიებს ნუ დებთ! ისეკი კაი იქნებოდა რონალდო

    რა რონალდუ თუ ძმა ხარ, მესი გავუშვით და რონალდუ უნდა მოვიყვანოთ? ერთადერთი რაც გაასწორებდა ის იქნებოდა რომ კლასიკოში რეალს შეთხრიდა გოლს და იქაურ მადრიდისტებს გამოადემბელებდა.
    ფანი [?]
    #12 28 დეკემბერი 2021 14:38
    2
    ასეთ ღლეობა სტატიებს ნუ დებთ! ისეკი კაი იქნებოდა რონალდო
    Culé [?]
    #11 28 დეკემბერი 2021 13:02
    2
    არც დასაწყისში გადავრეულვარ სტატიის სინამდვილით, მარა მესის სახლის ქირაობა და 7 ოქროს ბურთის გამო კაი ოყო :D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 28 დეკემბერი 2021 12:25
    1
    ციტატა: nika 54
    ეს ბოშა კიდევ დადის და გუნდს ეძებს სადაც კარის სიახლოვეს იმორიგევებს და ბევრ გოლს გაატანინებენ? თებერვალში 37 წლის ხდება და 34 წლის ბებერი მესი გავუშვით და 37 წლის ახალგაზრდა მოგვყავს, რომელაც პასის გაკეთებაც არ იცის?

    ციტატა: La Pulga10
    ჯერ ბოლომდე წაიკითხეთ ხოლმე და მერე წერეთ კომენტარები.დასაწყისში კინაღამ დავიჯერე,მერე უკვე დავამუღამე.

    და პიკეს დახასიათებაც რონალდუს კაიკაცობაზე იმიტომ წაუმძღვარეს ამ სტატიას?

    28 დეკემბერი ესპანეთში იგივე 1 აპრილიაო,გაიღადავა მუნდო დეპორტივომ.მესი გაუშვეს და კრისწინას გადმოიყვანენ?კაი რა სისულელეა.პიკეს დახასიათება რა შუაშია საერთოდ.თუ მაინცდამაინც გაინტერესებს პიკეს დახასიათება,რატომ დადეს ამის წინ,ვფქირობ,1.დამთხვევაა,2.უფრო რეალური,რომ გამხდარიყო ეს ტყუილი და მეტად დაგვეჯერა.ლაპორტა ჰოლანდს უმზინებს,ფერანის ტრანსფერს ვერ აოფიციალურებს ისეთ მოჭერებშია და რინალდოს გადმოიყვანს?ვახ...
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #9 28 დეკემბერი 2021 12:14
    0
    😁👌😁
    --------------------
    "მე ბედნიერი ვარ რომ ვთამაშობდი ისე როგორც ლეო მესი"
    დიეგო არმანდო მარადონა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 28 დეკემბერი 2021 12:13
    0
    ვააახ მეთქი რა რონალდუ🤣🤣
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 დეკემბერი 2021 11:49
    1
    ეს ბოშა კიდევ დადის და გუნდს ეძებს სადაც კარის სიახლოვეს იმორიგევებს და ბევრ გოლს გაატანინებენ? თებერვალში 37 წლის ხდება და 34 წლის ბებერი მესი გავუშვით და 37 წლის ახალგაზრდა მოგვყავს, რომელაც პასის გაკეთებაც არ იცის?

    ციტატა: La Pulga10
    ჯერ ბოლომდე წაიკითხეთ ხოლმე და მერე წერეთ კომენტარები.დასაწყისში კინაღამ დავიჯერე,მერე უკვე დავამუღამე.

    და პიკეს დახასიათებაც რონალდუს კაიკაცობაზე იმიტომ წაუმძღვარეს ამ სტატიას?
    Culé [?]
    #6 28 დეკემბერი 2021 11:35
    0
    "თუ თქვენ ამ ტრანსფერის იდეით აღფრთოვანებული ხართ, შეგიძლიათ, კითხვა აქ შეწყვიტოთ. ხოლო თუ რონალდუს "ბლაუგრანას" მაისურის ხილვა დიდად არ გინდათ, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს - Mundo Deportivo-ზე ეს ყველაფერი ნამდვილად დაიწერა, მაგრამ დღეს 28 დეკემბერია, ეს დღე კი ესპანეთში პირველი აპრილის ტოლფასია."
    დღეს 28 დეკემბერია ვინც მოტყუვდა..... (აქ ცოტა რითმა მიმაკდა :))
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 28 დეკემბერი 2021 11:17
    1
    Writer,
    არა ზოგადად რომ იწერებოდა ხოლმე ალის შესახებ მაგიტო დავწერე თორემ სტატია ბოლომდე მაქვს წანაკითხი, უბრალოდ ვთქვი თუ რატომ არ მინდა, თორემ მეც ვიცი ხუმრობა როა😂😂, იმედია ცუდი არაფერი არ დამიწერია
    რედაქტორი [?]
    #4 28 დეკემბერი 2021 11:10
    2
    Moriba,
    《○BIG ĆULE○》,
    მხოლოდ სათაურების კითხვით შორს ვერ გაფრინდებით 😉
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 დეკემბერი 2021 11:07
    3
    ჯერ ბოლომდე წაიკითხეთ ხოლმე და მერე წერეთ კომენტარები.დასაწყისში კინაღამ დავიჯერე,მერე უკვე დავამუღამე.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 დეკემბერი 2021 10:59
    2
    უდუდესი აბსურდი, რონალდო თვუთონ ამას ნამდვილად არ მოინდომებდა, ულოგიკოა, ჯერ ერთი ეზიზეება ბარსა, მერე მეორე იუნაიტედში თამაშობს და უარეს დღეში მყოფ ბარსაზე არც დაფუქრდებოდა, თან ეს ისეთ დროს იყო რეალში როცა ყველაზე დიდი დაპირისპირებები იყო , პეპი-ჟოზე, პიკე-რამოსი, მესი-რონალდო და რამე წმინდად ხომ უნდა დატოვონ, მე არ ვისურვებდი ამ ტრანსფერს და კარგია რომ არასდროს არ მოხდება
    ფანი [?]
    #1 28 დეკემბერი 2021 10:59
    4
    ბიჭო საიდან თხრით ასეთ სტატიებს დდ ხომიცით რო არ გადავა რონალდო ბარსაში და არც ბარსა მოიყვანს მიტუმეტეს არც ხავი დათანხდება