ბარსელონა ხოსე გაიას ჟორდი ალბას გაშვების შემთხვევაში შეიძენს

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" "ვალენსიას" 26 წლის მარცხენა მცველის, ხოსე გაიას დამატება უნდა, თუმცა, მისი "ბლაუგრანაში" მოსვლა ჟორდი ალბას მომავალზეა დამოკიდებული.
ესპანელი სპორტული ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ცნობით, გაიას შეძენა ზაფხულში შესაძლებელი იქნება, თუ კატალონიურ გუნდს დატოვებს ალბა, რომლის წასვლის წინააღმდეგიც "ბარსა" არაა. კლუბი მიიჩნევს, რომ 32 წლის ფეხბურთელს 10-15 მილიონ ევროდ გაყიდის.
იგივე წყარო იტყობინება, რომ სხვა ვარიანტი ალბას კიდევ ერთი წლით შენარჩუნება და გაიას 2023 წელს უფასოდ დამატებაა. "ბარსელონას" დირექტორი მატეუ ალემანი ყველა ვარიანტზე მუშაობს.
გაიას "ვალენსიასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]