Sport: ბარსას დაცვის ორივე ფლანგის გაძლიერება სურს

მომდევნო ზაფხულში "ბარსელონა" დაცვის მნიშვნელოვნად გაძლიერებას აპირებს, იტყობინება Sport-ი.
ფერან კორეასის ინფორმაციით, კლუბს, ნუსაირ მაზრაუისთან ერთად, ხოსე გაიას დამატებაც სურს. 26 წლის ესპანელს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და ზაფხულში მისი შეძენა 20-25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. "ღამურებმა" მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სცადეს, თუმცა წარუმატებლად. ჩავი მიიჩნევს, რომ ჟორდი ალბა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია, თუმცა მალე 33 წლის გახდება და სათანადო კონკურენცია სჭირდება.
ასევე, "ბარსას" ინტერესთა სფეროში რჩება სესარ ასპილიკუეტა, რომელიც, მაზრაუის მსგავსად, ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. თუმცა, მაროკოელის განსხვავებით, ჯერჯერობით, უცნობია, დატოვებს თუ არა ასპილიკუეტა ამჟამინდელ კლუბს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]