მიზეზი, რომლის გამოც დემბელეს ბარსას შეთავაზებისთვის ჯერ არ უპასუხია

მიზეზი, რომლის გამოც დემბელეს ბარსას შეთავაზებისთვის ჯერ არ უპასუხია

რამდენიმე დღის წინ ზოგიერთმა წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ფრანგმა შემტევმა უსმან დემბელემ “ბლაუგრანაში” დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა, Mundo Deportivo განსხვავებულ ცნობებს ავრცელებს.

წყარო იტყობინება, რომ “ბარსამ” დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ბოლო შეთავაზება დაახლოებით 10 დღის წინ გაუკეთა, მაგრამ კლუბს პასუხი არც ფეხბურთელისგან და არც მისი აგენტისგან ჯერ კიდევ არ მიუღია.

MD-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ 24 წლის ფეხბურთელმა დრო მოიგოს. დემბელეს, რომელიც საუკეთესო ვარიანტის შერჩევას ცდილობს, შემოთავაზებები კიდევ ინგლისური პრემიერ ლიგის 3 კლუბისგან აქვს. ესენი არიან: “ნიუკასლი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

იმავე წყაროს ცნობით, უსმანისთვის ფინანსურად ყველაზე კარგი ვარიანტი “ნიუკასლია”. “კაჭკაჭები”, რომლებსაც ახალი მფლობელები ჰყავთ, მზად არიან, ფრანგს წლიურად ხელფასის სახით 15 მილიონი ევრო გადაუხადონ, რასაც ემატება კონტრაქტის გაფორმების 15-მილიონიანი ბონუსიც. მიუხედავად ასეთი მაცდური შემოთავაზებისა, “ნიუკასლი” ამჟამად გასავარდნ ზონაში იმყოფება. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რომლის გამოც დემბელე ხსენებულ კლუბში არ გადადის.

“ბარსას” სურს, რომ უსმან დემბელეს სიტუაცია პირველ იანვრამდე მოაგვაროს. ფეხბურთელის “ბლაუგრანაში” დარჩენა გამორიცხული ჯერ მაინც არაა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • nika 54
    27 დეკ 2021, 17:48

    ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ამან კაი ხანია ბარსა დაიკიდა და ეხლა იანვრის გადაგორება უნდა როგორმე, მაგრამ იმას ვერ ხვდება რო მეორე წრეში სათადარიგოზე ეგდება.

  • me da barca
    27 დეკ 2021, 11:29

    ამ შლანგმა ხომ გაღუნა ტვინი. ან ასე ქენი ან ისე და დაგვასვენე.

  • ROUCH
    27 დეკ 2021, 03:40

    აცადეთ კაცს ჟიმაობა სხვა შემოთავაზებებს არა იმას განიხილავს. ერთი რამის გარდა ეხლა არაფერზეა კონცენტრირებული

  • Albicelecte
    27 დეკ 2021, 02:17

    15 მილიონი და ნახვამდის რა;
    მეტიც არ ღირს

  • El pistolero 9
    27 დეკ 2021, 01:00

    ცოლის მოყვანაც რაღა ახლა მოუნდა

  • azulgerana
    27 დეკ 2021, 00:45

    ნაბ….რი ბიჭია

  • gecheche
    27 დეკ 2021, 00:36

    სავარაუდოდ გაახანგრძლივებს 99 პროცენტით

  • riva
    27 დეკ 2021, 00:36

    უკეთესი რო არავინ გვყავს და ძაან გვჭირდება თორე სტადიონზე საყურებლადაც არ უნდა მიუშვა ესეთი ფეხბურთელი