აბდეს აფრიკის ერთა თასზე გამგზავრება არ სურს

აბდეს აფრიკის ერთა თასზე გამგზავრება არ სურს

აბდე ეზალზულის, რომელიც აფრიკის ერთა თასისთვის მაროკოს ნაკრების განაცხადში მოხვდა, ტურნირზე გამგზავრება არ სურს - ინფორმაცია ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ეკუთვნის. 

ერთა თასი კამერუნში 9 იანვარს უნდა დაიწყოს, ტურნირის კალენდარი კი ევროპის ტოპ ლიგების კალენდარს ემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ წასვლის შემთხვევაში ეზალზულის მოუწევს, "ბარსას" მატჩების საკმაოდ დიდი ნაწილი გამოტოვოს. 

წყაროს ცნობით, აბდეს წარმომადგენლები მაროკოს ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმისთვის, რომ ფეხბურთელი განაცხადს გამოაკლდეს. "ბარსელონას" შემადგენლობაში თავის დასამკვიდრებლად ეზალზულისთვის მომდევნო თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ახალგაზრდა შემტევს არ უნდა, რომ ამ დროს მწვრთნელის გეგმებიდან ამოვარდეს. 

"ბარსას" პირველ გუნდში აბდეს დებიუტი 30 ოქტომბერს შედგა. ამის შემდეგ მან მონაწილეობა 8 შეხვედრაში მიიღო და გუნდს 1 გოლით დაეხმარა. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 დეკემბერი 2021 20:48
    0
    რავი აბა მათმა მწვრთნელმა თუ პრეზიდენტმა, აბდე წუთებს ითვლის ისე უნდაო ნაკრებში თამაშიო.
    Culé [?]
    #5 26 დეკემბერი 2021 19:36
    0
    კი მაგრამ, დავიჯერო აბდეს გარდა დანარჩენი ფეხბურთელები ადგილობრივები ჰყავთ? მის გარდა არავინ თამაშობს ევროპაში?
    თუ უნდათ, რომ სრული შემადგენლობა ჰყავდეთ ნაკრებში, მაშინ მის კალენდარს უნდა გადაიხედონ, რა ამბავია, ერთი თვით რომ მიჰყავთ ბიჭები, ამ პერიოდში ყველა "ფრონტზე" აქვთ გუნდებს თამაშები და მაშინ აფრიკელების ყიდვას რა აზრი ექნება, თუ მათ ვერ გამოიყენებენ!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 დეკემბერი 2021 16:15
    0
    ამის მწვრთნელი არ იყო, რო ამბობდა. აბდეს ერთი სული აქვს როდის ითამაშებს ჩვენთანო.
    Culé [?]
    #3 26 დეკემბერი 2021 15:11
    0
    ზიგადად მაროკოში თამაშზე არ უნდა თქვას უარი და ამ მომენტში თუ გუნდს დაეხმარება მაშინ ჯობია განაცხადს მიღმა დარჩეს
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 დეკემბერი 2021 15:09
    4
    მაროკო ისეთი ნაკრებია ამის გამოკლებით ბევრი არაფერი დააკლდება და ჩვენთვის ძირითადის კაცია ამ დროისთვის.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 26 დეკემბერი 2021 15:04
    5
    სწორია ! ჭკვიანი ბიჭია და კარგი მრჩეველიც ყავს როგორც ჩანს .