ცხელი სატრანსფერო ფანჯარა ბარსელონასთვის

ცხელი სატრანსფერო ფანჯარა ბარსელონასთვის

"ბარსელონასთვის" 2021 წელი დასრულებულია და ახლა კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე მოქმედებას იწყებს, რათა სეზონის მეორე ნახევრისთვის შემადგენლობა გააძლიეროს. ჩავი ერნანდესმა და ხელმძღვანელობამ არაერთხელ აღნიშნეს, რომ ცვლილებები აუცილებელია, რათა გუნდი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და დასახული მიზნებისთვის იბრძოლოს. 

ეს მარტივი პროცესი არ იქნება. "ბარსელონას" ხელს ფინანსური Fair Play უშლის. კლუბს საკმარისი ფული აქვს, თუმცა ლა ლიგის რეგულაციები ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების საშუალებას არ აძლევს. მაგალითისთვის, დანი ალვესს ფეხბურთიდან მოულოდნელად წასული სერხიო აგუეროს ადგილას დაარეგისტრირებენ. ჩავი ერნანდესის მოთხოვნებსაც რამდენიმე მოთამაშე უნდა შეეწიროს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრანსფერების განხორციელება შეუძლებელი იქნება.

მთავარი მიზანი შეტევის გაძლიერებაა, რისკენაც პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - კლუბმა ახალგაზრდა და ნიჭიერი თავდამსხმელი, ფერან ტორესი დაიმატა, რომლის ტრანსფერსაც ორშაბათს გააოფიციალურებს. ესპანელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და, წესით, დიდი ხნით საიმედო ძალა იქნება. თუმცა ეს საკმარისი არაა. ტორესი ცრუ ცხრიანის და გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, "ბარსას" კი ცენტრალურ თავდასხმაშიც უჭირს. სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა, ლუკ დე იონგი გუნდს ვერ მოერგო და ვერც ვერასდროს მოერგება, მარტინ ბრეითუეიტი ტრავმირებულია, ლაზარეთშია მემფის დეპაიც, თუმცა ის ცენტრალური თავდამსხმელი არცაა. 

კატალონიელები ედინსონ კავანის დამატებას ცდილობენ, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომ "ბარსას" ინგლისელებთან მოლაპარაკება მოუწევს. ურუგვაელი ბევრ სათამაშო დროს არ იღებს, რის გამოც მისი წასვლა შესაძლებელია. რამდენადაც ცნობილია, "კამპ ნოუზე" თამაშის პერსპექტივა ედინსონსაც ხიბლავს, ბევრი რამ მასზეც იქნება დამოკიდებული. კავანის "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ "მანჩესტერთან" მოლაპარაკება შეიძლება. "ბარსა" ამაზე ფიქრობს.

ტრანსფერები კარგია, თუმცა, როგროც აღვნიშნეთ, ფეხბურთელების გაშვების გარეშე ეს წარმოუდგენელია. წამსვლელთა სიაში შვიდამდე მოთამაშეა. "ბარსას" სამუელ უმტიტის, ფილიპე კოუტინიოს, სერჟინიო დესტის, ლუკ დე იონგისა და იუსუფ დემირის მოცილება სურს; კლემან ლანგლესა და უსმან დემბელესთან დაკავშირებით კი შემოთავაზებებს მოისმენს. თუმცა მათი გასხვისება რთული იქნება. განსაკუთრებით პრობლემური უმტიტისა და კოუტინიოს შემთხვევებია, კლუბები მათი მაღალი ანაზღაურების გადახდას თავს არიდებენ.

ხელფასების შემცირებისა და მოთამაშეთა გაშვების შემთხვევაში, "ბარსელონას" გაძლიერების საშუალება ექნება. ტორესის შემდეგ, ახლა მთავარი სამიზნე ედინსონ კავანია, თუმცა არც დუშან ვლაჰოვიჩი უნდა დავივიწყოთ, რომელიც ჩავის ძალიან მოსწონს. ის, შესაძლოა, ურუგვაელის ალტერნატივა იყოს. 

ცხელი სატრანსფერო ფანჯარა გველის. იმედია, გაძლიერებას მოვახერხებთ. 

გამოყენებულია Marca-ს მასალა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 26 დეკემბერი 2021 13:02
    2
    ვლაჰოვიჩი უფრო ზაფხულისთვის, ახლა რეალური კავანია მერე ვლაჰოვიჩი მოუყვანონ კონკურენტად და თავდასხმაში პრობლემა არიქნება, აუცილებელიქ ფორვარდი, ფატის იმედათ გაუშვა მესი იმ თავგასიებულმა და კიხედავთ სადაც ვართ, წელიწადში 5 მატჩიან ფატის შეწირეს გუნდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 დეკემბერი 2021 12:58
    1
    "მთავარი მიზანი შეტევის გაძლიერებაა, რისკენაც პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - კლუბმა ახალგაზრდა და ნიჭიერი თავდამსხმელი, ფერან ტორესი დაიმატა, რომლის ტრანსფერსაც ორშაბათს გააოფიციალურებს. ესპანელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და, წესით, დიდი ხნით საიმედო ძალა იქნება".
    და საიდან მოიტანეს რო დიდი ხნით იქნება საიმედო? სუარეს ნეიმარის შემდეგ რომელ ტრანსფერს მოიგონებთ, რომ დიდი ხნით გადავწყვიტეთ პრობლემა. დემბელესი? თუ კოუტინიოსი? იქნებ დე იონგ-უფროსის? თუ დეპაია გარანტირებული კაი ხნით? იქნებ ბრეითვეიტი, უმტიტი, ლანგლე, გომესი, მალკომი, და კიდევ ათობით ახალგაზრდა საიმედოს მოიგონებს კაცი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 დეკემბერი 2021 00:59
    5
    აი ყველაფერი უნდა გააკეთონ და ზამთარშივე მოიყვანონ ხულიან ალვარესი უმაგრესი ბიჭია და სანამ ვინმე გრანდს წაუყვანია უნდა დავასწროთ და მოვიყვანოთ თორე მერე მაგრად ვინანებთ და დე ლიხტის მოყვანის შანსი თუა ზამთარში ჯობია ეგეც მოვიყვანოთ ეს ორი ტრანსფერი ძალიან გაგვაძლიერებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 26 დეკემბერი 2021 00:09
    1
    კავანი გამოროციხეთ დიდ ხელფას ითხოვს.კრისტენსენზე მიდის სერიოზული საუბარი და მშვენიერი მცველია.
    Culé [?]
    #2 26 დეკემბერი 2021 00:07
    2
    ამ ზამთარში ვლაჰოვიჩი შეუძლებელია უბრალოდ, კავანი უფრო მგონია, ერთი მარჯვენა მცველი გვჭურდება სასჭრაფოდ ამ ზამთარში, დესტი რომდ დარჩეს სლეა, ალვესი სრული დატვურთვით ვერ ითამაშებს, მინგეზაც კაი სლეა , ასე რომ ნამდვილად გვჭირდება მარჯვენა მცველი, ცენტრში პიკე-არაუხო იქნება ამ სეზონში და ზაფხულში პიკეს ჩამნაცვლებელი იქნება საჭირო, მალე ალბას ჩანაცვლებაც დაგვჭირდება მაგრამ ჯერ ბალდე სცადონ ჯობია, მეკარემ ასე თუ გააგრძელა ეგეც გამოსაცვლელი გაგვუხდება, შეტევაში კი ერთი ფორვარდი არ იქნებოდა ურიგო, კავანი დროებით იქნება მაგრამ ან ვლაჰოვიჩი ან ალვარესია დასათრევი, ჰოლანდის გადმოსვლა ფანტაზიად მიმაჩნია, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, გუნდი გაიწმინდა და საჭირო ტრანსფერებიც განხორციელდა მომავალი სეზონიდან ბევრად ძლიერ ბარსას ვიხილავთ visca barca❤❤
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    Culé [?]
    #1 26 დეკემბერი 2021 00:02
    3
    ვლაჰოვიჩი ზამთარში?სისულელეა.მაშინ ჰოლანდი უნდა დაივიწყონ.ისე სად გაქრა სახელფასო ჭერი?მგონი ლაპორტამ იმხელა ვალები აიღო,რომ პსჟ-ს იყიდის კამპ ნოუს გასარემონტებლად laughing
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid