ბარსელონასა და ფილიპე კოუტინიოს წარმომადგენლების შეხვედრა გადაიდო

ბარსელონასა და ფილიპე კოუტინიოს წარმომადგენლების შეხვედრა გადაიდო

ფილიპე კოუტინიოსა და "ბარსელონას" წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო - ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი როჟერ ტორელიო ავრცელებს. წყაროს ცნობით, შეხვედრა, რომელზეც უნდა გადაწყდეს, რჩება თუ არა ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონაში", საახალწლო დასვენების შემდეგ გაიმართება. 

შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კოუტინიოს მეტი დრო ექნება. ფილიპეს "ბარსას" შემადგენლობაში თამაშის შანსი საკმაოდ ხშირად ეძლევა, თუმცა თავის გამოჩენას ვერ ახერხებს. მისი დარჩენა გამორიცხული არ არის, თუმცა, როგორც ცნობილია, აგენტი პარალელურად მოლაპარაკებებს სხვა კლუბებთანაც აწარმოებს. 

კოუტინიოს დამატების მთავარი მსურველი ლონდონის "არსენალია". დიდი ალბათობით, მალე ინტერესს "ნიუკასლ იუნაიტედიც" გამოთქვამს, რომელმაც "ბარსას" სხვა ფეხბურთელებს თვალი უკვე დაადგა - კლუბის ახალ მფლობელებს უსმან დემბელეს გადაბირება სურთ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 დეკემბერი 2021 01:01
    0
    ამას ზამთარშივე უნდა დავახვევინოთ ამას და უმტიტის ლენგლესაც თუ გააყოლებენ ვაფშე კაი იქნება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 დეკემბერი 2021 18:06
    0
    nikusha,
    მეც დავფიქრდი მაგ ვარიანტზე ბოლო დროს. თავიდან რო დაიწერა არ მომეწონა ეგ ვარიანტი, მაგრამ ახლა ცოტათი შემეცვალა აზრი. უსარგებლო კოუტინიოს ობა ნაღდად აჯობებს, თან ნაკლები ხელფასი ექნება სავარაუდოდ და შედეგიანობით უნდა აჯობოს წესით ამას
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 25 დეკემბერი 2021 16:06
    1
    თუ კავანი ვერ მოგვყავს, და ასევე ნიუკასლი არ დაინტერესდება კოუთი მაშინ ფორვარდი მაინც გვჭირდება და კოუ არსენალს ობამეიანგში გავუცვალოთ და ფული დაამატონ ასე 20 მლნ. ჩვენთვის ხეირი იქნება და ობამა სკამისთვის გამოდგება. პლუს უფრო მოძრავია ვიდრე კავანი თან ლ.დე იონგი უნდა მოვიშოროთ და ფორვარდი დაგვჭირდება მარტო ფერან ტორესი არ გვეყოფა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 დეკემბერი 2021 15:55
    0
    იანვრის თვეში განაცხადს მიღმა და თავისით გავარდება ბოლო დღეებში ასე სადღაც 28 29 ხო მთელი იანვარია სატრანსფერო? ან აქამდე რაც დრო მიცეს არ მიეცათ ნუ ხავის ნაღდად არ უნდა მიეცა არცერთი წამი დღეს უკვე თითონ იტლიკინებდა ჰა აბა სად გადავდივარო. წინ მსოფლიოა თუ იქ უნდა მოუწევს გაასხას აქედან. სანამ დროა მიახვედრონ რო აქ წამს ვერ ეღირსება და დატოვონ რამდენიმე თამაში განაცხადს მიღმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 დეკემბერი 2021 15:36
    2
    ფილიპე კოუტინიოსა და "ბარსელონას" წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო
    აბა რა, რა გვეჩქარება? ხელფასს იღებს, ადამიანი კმაყოფილია. ხო არ ჩავუშხამებთ შობა-ახალწლის დღესასწაულებს.
    მერე რა რო ბარსას დედა აღარა ყავს და ფეხბურთელების დარეგისტრირებაც კი უჭირს, ეს ვის ადარდებს. მთავარია კოუტინიოც, უმტიტიც, ლანგლეც, დე იონგიც(იცით რომელიც) არიან ბარსას მადლიერები.ამდენი წურბელა ერთად ბარსას სხეულზე არ მახსენდება, რა დღეში ჩაგვაგდო იმ უხსენებელმა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 დეკემბერი 2021 15:31
    1
    ახლა ნიუკასლის სასოწარკვეთილი მდგომარეობით უნდა ვისარგებლოთ და კოუტინიო უმტიტი აუცილებლად უნდა შევტენოთ, პლიუს კიდევ ვინმეს შეტენვას თუ შევძლებთ აუცილებლად