ერიკი, პედრი, გავი, ანსუ, ნიკო - MD ბარსას ახალგაზრდების ადრეულ წლებზე

ერიკი, პედრი, გავი, ანსუ, ნიკო - MD ბარსას ახალგაზრდების ადრეულ წლებზე

ანსუ ფატი, ნიკო გონსალესი, გავი და ერიკ გარსია "ლა მასიაში" აღიზარდნენ, პედრი გონსალესი კი გუნდს "ლას პალმასიდან" შემოუერთდა, თუმცა, ბავშვობიდან კულეა - ისინი კატალონიური კლუბის მომავლად მიიჩნევიან.

Mundo Deportivo ამ მოთამაშეების ადრეულ წლებზე სტატიას გვთავაზობს.

პედრი მთელი ცხოვრებაა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგია. ბაბუამისმა დე ტეგესტეში "ბარსას" ფანკლუბი დაარსა, პრეზიდენტი კი მამამისი იყო. 19 წლის ფეხბურთელის ოცნება ყოველთვის "ბლაუგრანაში" თამაში იყო. მართალია, გონსალესს "რეალში" გადასვლის შანსიც ჰქონდა, თუმცა, საცდელი ტესტირების შემდეგ, მადრიდელებმა ის დაიწუნეს.

გავი აკადემიაში ყოველთვის გამორჩეული მოთამაშე იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში მისი პროგრესი მაინც გასაოცარია. ვინც გავის იცნობს, ყველა აღნიშნავს, რომ ის ფეხბურთზე გიჟდება. ახალგაზრდა ნახევარმცველი პირველ გუნდთან ერთად პრესეზონის ჩასატარებლად 16 წლის ასაკში გამოიძახეს, რის შედეგადაც ყველაფერი გიჟური სცენარით წარიმართა.

ანსუ ფატი "ლა მასიაში" 2012 წელს ჩაირიცხა. იგი მუდამ თავისთვის უფრო მაღალ კატეგორიებში ასპარეზობდა და ბრწყინავდა. ადრეულ წლებში მან სერიოზული ტრავმა მიიღო, თუმცა, ყველაფრის გადალახვა შეძლო და 16 წლის ასაკში უკვე "ბარსელონას" პირველ გუნდში გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკო ლეგენდარული ფრან გონსალესის ვაჟია, ის ფეხბურთით უფრო მოგვიანებით დაინტერესდა. 19 წლის შუახაზელი "ბარსას" 2013 წელს შეუერთდა და მუდამ გამორჩეული იყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ იგი მიღებულ შანსებს ყოველთვის იყენებდა.

რაც შეეხება ერიკ გარსიას - იგი ასაკობრივ გუნდებში მუდამ კაპიტანი იყო და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ერიკი, ლიდერის თვისებებისა და ინტელექტის წყალობით, "ბარსას" პირველ გუნდამდე მიაღწევდა. 2017 წელს გარსია "მანჩესტერ სიტიში" წავიდა, 4 წლის შემდეგ კი სახლში დაბრუნდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 დეკემბერი 2021 16:33
    0
    როცა გუნდში გვყავდა ფაბრეგასი, თუ ოლმო, კრკიჩი თუ კუბო და მათი მომავალი ნათელი ჩანდა, ეხლა ძნელია იმაზე ლაპარაკი რო ეს ყველა მომავლის ფეხბურთელია და 10-15 წელი აღარავინ არ დაგვჭირდება მათ ადგილზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 დეკემბერი 2021 12:21
    0
    Norman Bates,
    ნაკრებში გასაგებია მაგრამ აქ უკვე 2 წითელი მოასწრო და რამდენი ყლაპა, ძალიან სულელურ შეცდომებს უშვებს და გოლიც მაგის გამო გავუშვით ბევრჯერ, ერთი-ერთზეც ვერ არის კარგი, ერთი რაც კარგი შევამჩნიე არის პასები და ბურთის ამოტანა, ასევე ბურთის დაჭერა
    ფანი [?]
    #4 25 დეკემბერი 2021 02:02
    1
    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    გარსიასი რა მოგახსენოთ და მაგ ოთხიდან წესით ოთხივე უმაღლესი დონის ფეხბურთეკი უნდა დადეგეს

    ბევრი ფეხბურთელი გახსენდება რომელიც 20 წლის ასაკში ესპანეთის ნაკრების დაცვის ცენტრში იდგა?
    წევრი [?]
    #3 25 დეკემბერი 2021 00:18
    1
    ფურიაროხას და ბარსელონას უმაგრესი თაობა ეზრდება !!!! ცენტრი მინ 15 წლით საუკეთესო ეყოლება!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 დეკემბერი 2021 23:03
    2
    გავი,პედრი,ფატი,ნიკო და არაუხო ბარსას მომავალია.ესენი არიან ფეხბურთელები,რომლებზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდა და რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა უდიდეს ფეხბურთს ითამაშებენ,როგორც თავის დროზე ითამაშეს ინიმ,ჩავიმ,პუიოლმა,პიკემ,ბუსკეცმა,მესიმ და სხვებმა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 დეკემბერი 2021 22:29
    4
    გარსიასი რა მოგახსენოთ და მაგ ოთხიდან წესით ოთხივე უმაღლესი დონის ფეხბურთეკი უნდა დადეგეს, და არაუხოც, ლა მასიელი არაა მაგრამ ბარსა ბ ხომ გამოიარა,@ მოკლედ მაგარი ახალგაზრდები არიან და რამოდენიმე წელში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესი ფეხბურთეკები შეუძლიათ რომ დადგნენ