ნიუკასლმა უსმან დემბელეს მიმართა

ნიუკასლმა უსმან დემბელეს მიმართა

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისური "ნიუკასლი" რამდენიმე კვირის წინ "ბარსელონას" შემტევს, უსმან დემბელესა და მის აგენტს შეთავაზების გასაკეთებლად დაუკავშირდა.

მიუხედავად ამისა, წყარო იტყობინება, რომ "ბარსა" დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი. კატალონიური კლუბი დარწმუნებულია, რომ უსმანთან საბოლოო შეთანხმებას უახლოეს დღეებში მიაღწევს. "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი 24 წლის ფრანგს დარჩენისკენ მოუწოდებს.

გავრცელებული ცნობებით, დემბელემ "ბლაუგრანაში" დარჩენა გადაწყვიტა და აგენტს "ბარსასთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვის განკარგულება მისცა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 23 დეკემბერი 2021 16:59
    1
    დემბელე, კოუტინიო, უმტიტი შევტენოთ და მაგ ფულით და გამოთავისუფლებული სახელფასო ჭერით კავანი მოიყვანონ და ერთი კაი მცველი, კუნდე კი გაასწორებს, ან დე ლიხტი
    გულშემატკივარი [?]
    #10 23 დეკემბერი 2021 15:32
    1
    ამათ კაი ბიუჯეტიაქვთ და კიდე გავატანოთ ერთიორი ბიჭუნა. გაუსწორდებათ))
    Culé [?]
    #9 23 დეკემბერი 2021 14:42
    1
    ამისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება შიეძლება? ჩათვალეთ კიდევ 5 წლით შეგვეტენება მოუშორებელი ჭირი. უფასოდაც გავუშვებდი ან უვარგისს. არასოდეს გამოსწორდება სულ ასეთი გამოდემბელებული იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 23 დეკემბერი 2021 14:30
    2
    დემბელეს რას მიმართავს, ჯერ ბარსას კითხოს იყიდება თუ არა. ასე პირდაპირ ფეხბურთელთან ლაპარაკისთვის ატლეტიკომ კონტრაქტის ფულის გარდა 20 მილიონი ისე წაგვართვა, რო მაგათ დაუკითხავად დაველაპარაკეთ გრიზმანს.
    ფანი [?]
    #7 23 დეკემბერი 2021 13:56
    0
    ციტატა: iniesta
    ფერანი თუ გადმოვა და ფატი პედრი გამოჯანმრთელდებიან საინტერესო იქნება შემადგენლობა
    ვინმემ ხომ არ იცით ფერანს თუ ვიყიდით ევროპა ლიგაზე ითამაშებს?

    თუ დაარეგისტრირებენ კი
    Culé [?]
    #6 23 დეკემბერი 2021 13:34
    4
    ეს უმტიტი და კოუტინიო წაიღონ ერთად ნეტა და საშოაბაოდ ამაზე კაი საჩუქარი რაგინდა კაცს ნიუკასლისგან არ ვიცი :)))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 დეკემბერი 2021 13:31
    1
    კოუტინიო შევტენოთ ამათ იქნებ რამენაირად
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 23 დეკემბერი 2021 13:27
    0
    ფერანი თუ გადმოვა და ფატი პედრი გამოჯანმრთელდებიან საინტერესო იქნება შემადგენლობა
    ვინმემ ხომ არ იცით ფერანს თუ ვიყიდით ევროპა ლიგაზე ითამაშებს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 დეკემბერი 2021 13:19
    1
    ლაპორტამ მიიღო შეთავაზება?
    თუ დემბელეს ეჩალიჩებიან, რომ ზაფხულში უფასოდ წამოდი, ამდენს გადაგიხდითო, უბრალოდ მათხოვრები ყოფილან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 დეკემბერი 2021 13:11
    2
    კაი მაყუთი თუ შესთავაზეს გაატანონ კაცო.ისე ფატი-ფერანი-დემბელე საინტერესო სანახავი იქნებოდა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 დეკემბერი 2021 13:11
    0
    გადავიდეს ნიუკასლში და მომავალ სეზონს გაატარებს ჩემპიონშიპში.