ბარსელონას კავანისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა

როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ედინსონ კავანის შეძენა მხოლოდ "ბარსელონას" არ სურს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ურუგვაელი შემტევისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა და თანაც ესპანური კლუბი. საუბარი "სევილიაზეა".
წყაროს ცნობით, კავანის დამატება "სევილიასაც" უნდა, რომელიც 34 წლის ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა.
იგივე წყარო იტყობინება, რომ, მიუხედავად სევილიელთა ინტერესისა, კავანის, რომელსაც "იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ივნისში ეწურება, კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელება უნდა. ურუგვაელის პრიორიტეტი კატალონიურ გუნდში თამაშია და იგი სწორედ "ბარსას" ელოდება, რომელმაც, უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაუშვას და სახელფასო ფონდი გამოათავისუფლოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]