ალექსია პუტელიასი: მომწონს, როცა, სქესის მიუხედავად, ფეხბურთელებივით გვეპყრობიან

ალექსია პუტელიასი: მომწონს, როცა, სქესის მიუხედავად, ფეხბურთელებივით გვეპყრობიან

"ბარსელონას" ქალთა გუნდის ლიდერი, ალექსია პუტელიასი Players' Tribute Football-თან საუბრობს:

"მომწონს, როცა, სქესის მიუხედავად, ფეხბურთელებივით გვეპყრობიან... ფეხბურთი ყველას ეკუთვნის - სქესსა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს.

თუ ადრე ყველა "ევროსა" და "ქალების ევროს" ამბობდა, ახლა ისინი "მამაკაცების ევრომ" და "ქალების ევრომ" შეცვალა. რა თქმა უნდა, მამაკაცების ტურნირს დაკონკრეტება არ სჭირდებოდა - კარგია, რომ ასე აღარაა.

ეჭვგარეშეა, რომ "ოქროს ბურთი" ერთ-ერთი საუკეთესო ჯილდოა, რომელის მოგებაც მოთამაშეს შეუძლია. ეს პრიზი ბევრ ფეხბურთელს არ მოუგია, მაგრამ ეს ქალთა ფეხბურთში გარდამტეხი მომენტია.

"ოქროს ბურთის" ესპანელის მიერ მოგება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს 50 წელია, არ მომხდარა და თუ პირველი ადამიანი, ვინც ამხელა პაუზის შემდეგ ეს შეძლო, გოგონაა, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთი ყველას ეკუთვნის".

2021 წელს გოგოებს შორის "ოქროს ბურთის" მფლობელი სწორედ ალექსია გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 დეკემბერი 2021 12:40
    1
    როგორც ერთ რუსულ ანეგდოტშია: ლიუდმილა ზიკინა ყავდათ კაი ჩაპუტკუნებული მომღერალი ქალბატონი, ხოდა ერთხელ თურმე ბაქოში სცენიდან აღარ უშვებდნენ და სთხოვდნენ კიდევ ემღერა. კონფერანსიემ გამოაცხადა აღარ შეუძლია ამდენი სიმღერა, ხმა დაეკარგებაო. დარბაზიდან უყვირიათ: "არ გვინდა სიმღერა პროსტა იაროსო რა"
    აქაც იგივე ვარიანტია, ისეთი ლამაზია ეს გოგონა სულ რო ვერ ითამაშოს ყურება მაინც გინდა. ალბათ ჟიურის წევრებიც ჩემსავით ფიქრობდნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 დეკემბერი 2021 11:50
    1
    ბრავო. ძაან მაგრად უბერავენ ესენი და იმედია ასე გააგრძელებენ დიდხანს. საამაყოა რომ ასეთი გუნდი შენი კლუბის ნაწილია❤
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    მწერალი [?]
    #5 23 დეკემბერი 2021 01:58
    1
    ციტატა: Iniesta_8
    თუ სექსის მიხედვით ფეხბურთის დაყოფა არასწორია, მაშინ რა საჭირო იყო ოქროს ბურთის ესპანელების მიერ მოგებაზე იმის ხაზგასმა, რომ ეს ქალმა შეძლო? smile

    უბრალოდ აღნიშნა, რომ გოგოსაც შეუძლია ამ სფეროში წარმატების მიღწევა და არ უნდა იჩაგრებოდნენ.
    --------------------
    🔵🔴
    ფანი [?]
    #4 23 დეკემბერი 2021 00:52
    1
    თუ ეგ ილუზიები გაწუხებს ითამაშე კაცებთან ფეხბურთი და ოქროს ბურთი კი არა მარტვილის მერანის ზამენას რომ არგაგაკერებს კაციშვილი მერე იგრძნობ რა სხვაობაცაა😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 დეკემბერი 2021 00:42
    0
    ციტატა: jacky iakovenko
    ციტატა: .Gladiator.
    ქალთა ფეხბურთი ფეხბურთი არ არის 😃

    იმიტოა 21 თამაშში უკვე 108 გოლი აქვთ გატანილი 🤣🤣🤣
    საამაყოები არიან ყველა,კაცებს კიარ ჰგვანან....ტიპები მძორებივით დადიან სტადიონზე....
    ეს ალექსია რა ლამაზია ოხერი 😍❤️

    რამდენიც უნდა გაიტანონ მაგათ თამაშს ვერ ვიყურებ
    საერთოდ სხვა დონის სანახაობაა
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    Culé [?]
    #2 23 დეკემბერი 2021 00:34
    0
    თუ სქესის მიხედვით ფეხბურთის დაყოფა არასწორია, მაშინ რა საჭირო იყო ოქროს ბურთის ესპანელების მიერ მოგებაზე იმის ხაზგასმა, რომ ეს ქალმა შეძლო? smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 დეკემბერი 2021 23:47
    1
    ქალთა ფეხბურთი ფეხბურთი არ არის 😃
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs