ოფიციალურად: ფერან ტორესი ბარსელონას ფეხბურთელია

ოფიციალურად: ფერან ტორესი ბარსელონას ფეხბურთელია

ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი, ფერან ტორესი "ბარსელონას" ფეხბურთელია. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს. 

"ბარსამ" ამის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლის მეშვეობით გვამცნო, რომელშიც ტრანსფერს თავად ფერანი ადასტურებს.

"ბლაუგრანას" მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 21 წლის შემტევმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

ტორესის პრეზენტაცია ორშაბათს, 3 იანვარს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება. 15:00 საათზე "ბარსა" ვარჯიშს ჩაატარებს, რის შემდეგაც ფეხბურთელი მედიის წინაშე დისტანციურად, საპრესკონფერენციო დარბაზიდან წარსდგება. 

ფერან ტორესის პრეზენტაციის ზოგადი განრიგი ასეთია:

13:00 საათი - "ბარსა" "კამ ნოუზე" კარებს ხსნის

14:00 საათი - ტორესი "კამპ ნოუზე" წარდგება

15:00 საათი - გუნდი ღია ვარჯიშს ჩაატარებს

17:00 საათი - ფერანი პრესკონფერენციას გამართავს.

ღონისძიებას პირდაპირ ეთერში BarcaTV+ და კლუბის ოფიციალური არხები 13:30 საათიდან გადასცემენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #12 29 დეკემბერი 2021 13:19
    0
    იმედია რო გაამართლებს, ესპანელია და არ უნდა გაუჭირდეს ადაპტაცია მემგონი
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 29 დეკემბერი 2021 12:54
    0
    იმედია პრეზენტაციაზე ყავარჯნებით არ მოუწევს მისვლა, აღარაფრის მჯერა უკვე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 28 დეკემბერი 2021 22:03
    0
    აბა ჰე წარმატებები ფერან ❤️
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 28 დეკემბერი 2021 19:06
    4
    იმედია ჩავიმ იცის თავისი საქმე. ვინც მოითხოვა მოუყვანეს და ალბათ იცის უკვე როგორც უნდა გამოიყენოს. ეგერ კუმანს დესტი მოუყვანეს და ვერაფერი, დეიონგი რო მოითხოვა და თქვა საჯარიმოში ნეიმარზე სახიფათოაო მე პირადად დეიონგს კიარ მოვუყვანდი ვინმე ფსიქიატრთან გავაგზავნიდი სამკურნალოდ. ერთი დეპაი ათამაშა თავიდან და მგონია მაგანაც რაც ქნა ისიც თავისით ქნა და მწვრთნელი არაფერ შუაში იყო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #8 28 დეკემბერი 2021 19:01
    4
    კარგი ტალანტია ვალენსიიდან მოყოლებული ამის ხილვა მინდოდა ბარსაში ასე რომ გილოცავთ!
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #7 28 დეკემბერი 2021 18:50
    2
    რახან ჩავის სურვილი იყო ამის მოყვანა ესეიგი იცის როგორც უნდა გამოიყენოს, ამიტო მგონია რომ რაღაც გამოუვა ბარსაში. ისე უბრალოდ რომ მოეყვანათ ამის მოლოდინი არ მექნებოდა. შეიძლება ბევრს მიაღწიოს, შეიძლება ვერც ვერაფერს, ყველა სცენარი მოსალოდნელია, მაგრამ ამ ეტაპზე შემტევის დამატება გუნდისთვის და ფანებისთვისაც ამოსუნთქვა არის. გილოცავთ barca-3
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #6 28 დეკემბერი 2021 18:33
    4
    იმედია ფერნანდო ტორესზე უკეთესი კარიერა ექნება
    Culé [?]
    #5 28 დეკემბერი 2021 18:07
    2
    ნამდვილად კარგია.გილოცავთ!
    Culé [?]
    #4 28 დეკემბერი 2021 17:47
    2
    წარმატებები :)
    Culé [?]
    #3 28 დეკემბერი 2021 17:46
    1
    2 მილიარდი დაესოთ გამოსასყიდი ჯობდა )))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 დეკემბერი 2021 17:44
    3
    გილოცავთ ყველას, ძაან კლასნი ბიჭია და იმედია დიდებული კარიერა ექნება, და იმედია ბარსასთან ერთად ბევრ ტიტულებს მოიგებს❤💥👏
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 დეკემბერი 2021 17:31
    3
    აეე გვეშველა.გაწელეს პაჭიკოს გარმონივით.გილოცავთ ძმდებო,იმედია მაგარი ტრანსფერი გამოვა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid