მატეუ ალემანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე: მკვეთრად განსაზღვრული იდეები გვაქვს

მატეუ ალემანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე: მკვეთრად განსაზღვრული იდეები გვაქვს

"სევილიასთან" მატჩით, "ბარსელონასთვის" 2020 წელი დასრულდა. ახლა კლუბის მთავარი ამოცანა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა და სწორი სატრანსფერო პოლიტიკის გატარებაა. სწორედ ამ საკითხების უკეთ გასაგებად Movistar-მა "ბარსას" სპორტულ დირექტორთან, მატეუ ალემანისთან ინტერვიუ ჩაწერა.

მთავარი ამოცანები:

ახლა ბევრი ამოცანა გვაქვს, პირველი მათგანი ფინანსური Fair Play-ს დაცვაა, რათა ფეხბურთელების შეძენა შევძლოთ. უნდა გავუშვათ ფეხბურთელები და სამართლიანი თამაშის წესების შესაბამისად ვიმოქმედოთ. ჩვენ კარგად ვიცით, რა გვინდა, მიუხედავად ამისა, ამაზე არ ვისაუბრებ.

ფერან ტორესი:

ჩვენ მკვეთრად განსაზღვრული იდეები გვაქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. 

უსმან დემბელე:

უსმანი გუნდს ბევრს აძლევს, ის მეტოქეებს საფრთხეს უქმნის.

"სევილიასთან" თამაში:

ფინიშინგში მოვიკოჭლებდით, თუმცა სწორ გზას ვადგავართ. ისეთი მნიშვნელოვანი დანაკლისის მიუხედავად, როგორიც ანსუსა და მემფისის არყოფნაა, პროგრესით კმაყოფილები უნდა ვიყოთ.

კატალონიური გრანდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გვპირდება. ივარაუდება, რომ გუნდს მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს, რაც სახელფასო ფონდს გამოათავისუფლებს და ტრანსფერების განხორციელების შანსს გააჩენს. "ბარსას" მთავარი სამიზნე ფერან ტორესია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 დეკემბერი 2021 13:56
    0
    ციტატა: me da barca
    მაღალ ხელფასიანი ვინც არ წავა კილერი დაიქირავეთ და გააგორეთ, უფრო ნაკლები დაგიჯდებათ. 😉

    თითონ გააგორონ და კილერის ფულიც დაეზოგებათ. ალვესს დაავალონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 დეკემბერი 2021 11:12
    1
    მაღალ ხელფასიანი ვინც არ წავა კილერი დაიქირავეთ და გააგორეთ, უფრო ნაკლები დაგიჯდებათ. 😉
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 დეკემბერი 2021 19:31
    1
    პენდრაგონი,
    ნეტა მესიმ რო დაბრუნება მოინდომოს ჩავი რა აზრზე იქნება?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #2 22 დეკემბერი 2021 17:27
    5
    ამ გუნდიდან რომ მესი არ წასულიყო ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ბარსა იქნებოდა. ფინიშერი გვინდა ვინმე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 დეკემბერი 2021 17:22
    2
    ეს კაცი ხან ჭრის და ხან კერავს, ჩამოყალიბდნენ ვაკეთებთ ზამთარში ტრანსფერებს თუ ვრჩებით დემბელეს იმედზე?