ბარსელონას ახალგაზრდების შესანიშნავი სტატისტიკა ლა ლიგაში

ბარსელონას ახალგაზრდების შესანიშნავი სტატისტიკა ლა ლიგაში

მიმდინარე სეზონში "ბარსელონაში" ერთადერთი დადებითი მოვლენა ახალგაზრდების კარგად თამაშია. გუნდი სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე ფსონს "ლა მასიელებზე" დებს, რაც ცალსახად ამართლებს.

ამას WhoScored-ის მიერ მოყვანილი სტატისტიკაც მოწმობს - მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 21 წლამდე ფეხბურთელებმა ჯამში 13 გოლი გაიტანეს, რომელთაგან ნახევარზე მეტი, 7 გოლი, "ბარას" მოთამააშეებზე მოდის. ამ 7 შედეგიანი დარტყმიდან 3 ანსუ ფატის, 2 ნიკო გონსალესის, თითო-თითო კი გავისა და აბდე ეზალზულის ანგარიშზეა.

ჩამოთვილი მოთამაშეები "ბარსელონას" მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ. გავი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა, ფატი კი "ბარსას" ახალი ათიანი და ერთ-ერთი მთავარი იმედია, თუმცა იგი ტრავმის გამო სამწუხაროდ ვერ თამაშობს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 დეკემბერი 2021 11:32
    1
    ციტატა: El pistolero 9
    ბარსა აქცენტს უნდა აკეთებდეს ლა მასიელებზე!!! არაა ამ გუნდის სტილი ფულის ვარსკვლავებში გადაყრა.

    აქცენტი აუცილებლად ლა მასიელ ახალგაზრდებზე უნდა კეთდებოდეს, მაგრამ ერთი-ორი რონალდინიოს თუ მესის ან ნეიმარ-სუარესის მსგავსი ვარსკვლავები აუცილებელია, თუ უმაღლესი დონის მიღწევები გვინდა. აბა ნახეთ რეალის შედეგები და მერე რეალის აღზრდილი ფეხბურთელები მოიგონეთ.
    Culé [?]
    #2 21 დეკემბერი 2021 23:29
    0
    ბარსა აქცენტს უნდა აკეთებდეს ლა მასიელებზე!!! არაა ამ გუნდის სტილი ფულის ვარსკვლავებში გადაყრა.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 21 დეკემბერი 2021 21:21
    2
    კარგი ახალგაზრდები გვყავს ნამდვილად, გულს უხარია ამათი ყურება, ამათ პედრი და ფატი დაუბრუნდება, მერე ტორესი თუბდაემატათ მაგარი იქნება, ისე ჩემი აზრით ფატუს მთელი სეზონი რომ ეთამაშა ახლა 10 გოლზე მეტი ექნებოდა, უნიჭიერესია
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.