ბარსელონასთვის ჰოლანდის სატრანსფერო თანხის გადახდა პრობლემა არაა

ბარსელონასთვის ჰოლანდის სატრანსფერო თანხის გადახდა პრობლემა არაა

ზაფხულში "ბარსელონას" პრიორიტეტი დორტმუნდის "ბორუსიას" ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის დამატება იქნება, რომელზეც სერიოზული ბრძოლა იქნება გაჩაღებული, შესაბამისად, "ბარსასთვის" ტრანსფერის გაჩარხვა იოლი არ იქნება.

რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, კატალონიელთა პრობლემა ფეხბურთელის სატრანსფერო თანხის გადახდა არ იქნება. ამის შესახებ Gol-თან საუბრისას Sport-ის ჟურნალისტმა, ლუის მასკარომ განაცხადა. მისი თქმით, პრობლემას, სახელფასო ხარჯებთან დაკავშირებით ლა ლიგის რეგულაციები ქმნის. მასკარომ დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, "ბლაუგრანა" 21 წლის ნორვეგიელისთვის ბოლო მომენტამდე იბრძოლებს.

სახელფასო ხარჯები "ბარსასთვის" მართლაც სერიოზული პრობლემაა. კლუბი ყველაზე მაღალ ანაზღაურებას ისეთ ფეხბურთელებს აძლევს, რომლებიც იშვიათად ან თითქმის არ თამაშობენ. კატალონიური გრანდი ამ საკითხის გადაჭრაზე ზრუნვას იანვრიდან დაიწყებს და პირველ რიგში სწორედ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების გაშვებას შეეცდება. ასეთები ფილიპე კოუტინიო და სამუელ უმტიტი არიან.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 22 დეკემბერი 2021 11:38
    1
    ამათი გაშვება მე მგონი შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ არ ერთს ნამუსი არა აქვთ და სულ კიდიათ რომელი გუნდის მაისური აცვიათ, მთავარია ანგარიში ათეული მილიონებით შეევსოთ.
    გულშემატკივარი [?]
    #11 21 დეკემბერი 2021 23:54
    1
    რომც მოვიდეს მარტო ვერაფერს იზამს სჯობს გუნდი ავაწყოთ ვიდრე ერთ კაცზე ვიდარდოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 21 დეკემბერი 2021 23:36
    3
    გაყარონ მერე გასაყრელები და გამონთავისუფლდება სახელფასო ჭერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #9 21 დეკემბერი 2021 23:26
    2
    თუ ეს ვერ მოვიყვანეთ ვლაჰოვიჩი დაიდოს!!! ისე დარვინ ნუნიესიც მომწონს, ოსიმენიც კარგი ბიჭია, სებასტიან ალეც...
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #8 21 დეკემბერი 2021 22:29
    2
    კოუტინიო, უმტიტი კიარა მინიმუმ 5-6 კაცია გასაშვები.
    Culé [?]
    #7 21 დეკემბერი 2021 22:23
    3
    ამის ფული ბარსას მინიმუმ 2 წელი არ ექნება.მაშინ უნდა გაყიდოს ნახევარი გუნდი და ერთი ეს უნდა იყიდოს...ცარიელი ჭორებია ამ ჰოლანდზე.ლაპორტას არ აპატიებენ მარტო ეს რომ იყიდოს და ვერ გამართლოს გადაქგდებენ ეგრევეე.
    Culé [?]
    #6 21 დეკემბერი 2021 21:20
    5
    არ მჯერა ამის ტრანსფერის და ვლაჰოვჩი მაინც არ დაკარგონ რა
    Culé [?]
    #5 21 დეკემბერი 2021 21:18
    2
    ძაან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, ამ საიტს არ ვადანაშაულებ, მედია ერთს ავრცელებს და თვითოს ბარსელონას წარმომადგენლები მეორეს, ერთი ამბობს რომ ჰოლანდი კიარა სემიჩკის ფული არ გვაქო და მეორე ამბობს ჰოლანდის ფული აქვთ და ფეარ ფლეის პრობლემაა მარტოო, თუ მართლა ხელფასებზეა საქმე გაუშვან კოუტინიო, უმტიტი, დემბელე, ლენგლე, და ყველა ვისაც მაღალი ხელფასი აქვს და არ იმსახურებს, მაგრამ თუ ოთხეულში მოხვედრა გვინდა ამ ზაფხულში ტორესია მოსაყვანი, თან აუცილებლად, დემბელეს იმედზე ვერ იქნები, ძაან არეულობაა მოკლედ რა
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    გულშემატკივარი [?]
    #4 21 დეკემბერი 2021 21:16
    2
    ვლაჰოვიჩი მოიყვანონ ამის დევნაში ვერც ამას მოიყვანენ და ვლაჰოვიჩსაც სხვა წაიყვანს.
    ფანი [?]
    #3 21 დეკემბერი 2021 20:52
    2
    ეგ იმ შემთხვევაში თუ 4 ეულში შევალთ, ლიგაზე თუ გუნდი ვერ გავიდა ჰალანდი არ გადმოვა
    --------------------
    ჩამოერთვას რეალს 1939-75 წწ ყველა ტიტული, რომელიც მოპოვებულია სისხლისმსმელი დიქტატორი ტირანის გენერალი ფრანცისკო ფრანკოს მიერ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 დეკემბერი 2021 20:45
    4
    ხოდა არავითარი ფერნან ტორესები და 200 წლის კავან მავანები. მოითმინინ ზაფხულამდე და მოიყვანონ ეს კაცი. ფლანგებიდან კიდე ფატი დემბელეც მშვენივრდ შეუტევს, თუ არ გაექცათ ეგეც ამ ზაფხულს. დემბელე თუ არა და არბენინონ დეპაი ფლანგზე ეგ ძალათ ფორვარდი ეგა
    ფანი [?]
    #1 21 დეკემბერი 2021 20:43
    3
    აბა რააა,ახალი გუნდი ჰოლანდის ირგვლივ უნდა აშენდეს barca-4
    --------------------
    ,,1% CHANCE, 99% FAITH"- Neymar Jr.
    Factos! LM7