ესპანეთში გოლის ყველაზე მეტი ავტორი ბარსას ჰყავს

ესპანეთში გოლის ყველაზე მეტი ავტორი ბარსას ჰყავს

გუშინ "ბარსელონას" "ელჩესთან" მოგებაც კი გაუჭირდა, მაგრამ დავინახეთ პოზიტივიც - ახალგაზრდა ფეხბურთელების შესანიშნავი თამაში და კიდევ 2 სადებიუტო გოლი.

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მხრიდან თავი უკვე თხუთმეტმა ფეხბურთელმა გამოიჩინა, რაც ლა ლიგის გუნდებს შორის საუკეთესო შედეგია.

გრიზმანისა და განსაკუთრებით მესის წასვლის გამო "ბარსას" ძალიან ბევრი გოლი მოაკლდა, რაც გუნდის შედეგებზეც აისახა. ახლა შეტევების დაგვირგვინებაში უფრო მეტი ფეხბურთელია ჩართული, რამაც გოლის ბევრი ავტორი გამოიწვია.

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირი მემფის დეპაია, რომელმაც 8 გოლი გაიტანა. შემდეგ 4 გოლით მოდის ანსუ ფატი. ნიკო გონსალესმა ბოლო 2 თამაშში 2 გოლი გაიტანა, ამდენივე გოლი აქვთ პიკეს, კოუტინიოს, სერჟი რობერტოსა და მარტინ ბრეითუეიტს. გუშინდლამდე თითო გოლი არაუხოს, ბუსკეტსს, დე იონგებს, ეზალზულისა და აგუეროს ჰქონდათ, გუშინ კი მათ ჟუტგლა და გავი შეუერთდნენ.

ლა ლიგის გუნდებს შორის 14 მეგოლე არავის ჰყავს. მე-2 ადგილს 13-13 მეგოლით "რეალი" და "სევილია" ინაწილებენ.

რაც შეეხება ესპანეთის საზღვრებს გარეთ შედეგებს: ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი "ჩელსისა" და "ჰოფენჰაიმს" აქვს - გოლი 16-16 ავტორი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 დეკემბერი 2021 18:30
    0
    [u]ლა ლიგის გუნდებს შორის 14 მეგოლე არავის ჰყავს. მე-2 ადგილს 13-13 მეგოლით "რეალი" და "სევილია" ინაწილებენ.
    ლიდერებში ვყოფილვართ ლა ლიგისა. ალბათ ასეც დამთავრდება ჩემპიონატი.
    Culé [?]
    #1 19 დეკემბერი 2021 19:48
    0
    თან არც დემბელეს, არც ალბას, არც დესტს, არც მინგეზას, არც გარსიას, არც ლენგლეს, არც უმტიტის, არ შეუგდია და მაგათგა რომელიმე 2 თუ შეაგდო ყველას გადაასწრებენ, ან ტორესი და კავანი თუ მოვიდა ჩავთვალოთ მეტს ექნება
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.