ჩავის ბარსელონაში დუშან ვლაჰოვიჩის ხილვა სურს

ჩავის ბარსელონაში დუშან ვლაჰოვიჩის ხილვა სურს

Cadena Ser-ის ჟურნალისტის, სიკე როდრიგესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" სერბი ცენტრფორვარდის, დუშან ვლაჰოვიჩის დამატებაზე ფიქრობს. 

"ფიორენტინას" ფეხბურთელი განსაკუთრებით ჩავი ერნანდესს მოსწონს, რომლის ასისტენტები მის პროგრესს თვალს აქტიურად ადევნებენ. ვლაჰოვიჩი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია და თითქმის გამორიცხულია, რომ ზაფხულში უფრო მაღალი დონის კლუბში არ გადავიდეს. 

აღსანიშნავია, რომ ბართომეუს ბორდის მმართველობის დროს "ბარსას" დუშანის ტრანსფერი შესთავაზეს, მაგრამ კლუბმა ფეხბურთელის საკმაოდ იაფად, 18 მილიონ ევროდ დამატებაზე უარი თქვა. ეს 2020 წლის ზაფხულში მოხდა, რის შემდეგაც მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა: ამჟამად, ვლაჰოვიჩის ტრანსფერის მსურველი ბევრად მეტი ტოპ კლუბია, რომელსაც მის სანაცვლოდ ბევრად მეტის გადახდა შეუძლია, ვიდრე "ბარსას".

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კატალონიურმა კლუბმა არასწორი გათვლა გააკეთა: როგორც ცნობილია, "ბარსას" თავის დროზე უარი კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდისთვისაც აქვს ნათქვამი. 

მიმდინარე სეზონში "ფიორენტინას" მაისურით დუშან ვლაჰოვიჩის ანგარიშზე 18 მატჩში 17 გოლია, სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში კი 2021 წლის დასაწყისიდან 10 მატჩში 6 გოლი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 20 დეკემბერი 2021 18:46
    0
    ახლა ამის ფასი ალბათ ისე აიწევს რო ჰოლანდის ფასს გაუსწორდება, ისე რომ თუ დიდ ფულს გადაყრიან, უნდა ღირდეს იმათ ვლაჰოვიჩი გეყოლება გუნდში თუ ჰოლანდი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 19 დეკემბერი 2021 23:25
    1
    ვლაჰოვიჩის შემთხვევაში დიდად არა მაგრამ პერსპექტიული ფორვარდის არჩევისას როცა სტატისტიკას ითვალისწინებ ისიც უნდ გაითვალისწინო რა ლიგაში თამაშობს, არც პორტუგალიის ჩემპიონატია მადალი დონის და არც ბუნდეს ლიგა, იქ ერთი ბაიერნია მაგარი და დანარჩენები ერთმანეთზე უარესები, სერია ა ში ამდენი მაგარი გუნდია რომ არის სახელით მაგან არ უნდა მოგატყუოს რადგან ყველა ცუდ ფორმაშია თითქმის, აუ პრემიერ ლიგაში კი ნამდვილად ჩანს ვის რა შეუძლია, ასე რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა ზოგადად არ ღირს მაგრამ ახლა ბარსა სწორედაც რომ ფსონის დადება სჭირდება ნიჭიერ ფეხბურთელებზე, არამარტო აკადემიიდან არამედ ზოგადად, ლეგიონერიც საჭიროა გუნდში, მითუმეტეს ბრაზილიელები და არგენტინელები, ერთი გერმანული ხასიათის ტიპიც კაია გუნდში,ტორესთან ერთად ანტონიც რომ დაგვათრევია მაგარი იქნებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 19 დეკემბერი 2021 22:25
    1
    და კიდევ, დარვინ ნუნიესი არ დაგავიწყდეთ, ურუგვაელი მატადორი, დღეს კიდევ დუბლი მიამატა და სერიოზული სეზონი აქვს
    22 წლისაა, ძალიან კარგი თვისებები აქვს და ბენფიკაში მაღალ დონეზეც გამოდის
    Culé [?]
    #10 19 დეკემბერი 2021 20:19
    4
    M10 S9 D11, მეც ვემხრობი ალვარესის მოყვანას და იმედია მასეც იქნება , ყველაზე იაფია , მოძრავი , ორივე ფეხით თამაშობს და ასისიტებსაც აკეთებს , სივრცეებს ითვისებს , ფაქტიურად უფრო სწრაფი სუარესია . თუმცა თუ ეგ ვარიანტი არ გამოვა , ფულის ტომარის დამატებას , მგონი ვლაჰოვიჩი ჯობია .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 19 დეკემბერი 2021 18:16
    1
    ჰოლანდი თუ ვერა,ეს მოიყვანონ კაი იქნება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #8 19 დეკემბერი 2021 16:50
    0
    ამასობაში კი შეაგდო ვლაჰომ გოლი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 დეკემბერი 2021 16:47
    2
    რა ვლაჰოვიჩი ხულიან ალვარესი მოიყვანეთ უმაგრესი ბიჭია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 დეკემბერი 2021 16:40
    2
    მივესალმები ამის ტრანსფერს. ჰოლანდი ძაან ძვირი ჯდება.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #5 19 დეკემბერი 2021 16:40
    3
    ჰალანდზე მეტად ეს მინდა მე
    Culé [?]
    #4 19 დეკემბერი 2021 16:10
    3
    ხულიან ალვარესი მოიყვანეთ სანამ იაფია
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca
    Culé [?]
    #3 19 დეკემბერი 2021 16:10
    5
    შევე*ი ჰალანდს, ეს მოიყვანონ <3
    გულშემატკივარი [?]
    #2 19 დეკემბერი 2021 16:09
    0
    2023 წლამდე აქვს კონტრქტი და იაფი დაჯდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 დეკემბერი 2021 16:07
    4
    მოსაყვანია ეს აშკარად, ფატი-ვლაფოვიჩი-ტორესი კარგი შეტევა გამოვა , სკამზე აბდე, აკომაჩი, ბრაიტა,ჟუტგლა და რეზევრიც გვექნება, დეპაი, დემბელე, ხე იონგი, კოუტინიო გასაყიდები არიან