როგორი იქნება ბარსელონას შემადგენლობა 2022 წელს - Sport

როგორი იქნება ბარსელონას შემადგენლობა 2022 წელს - Sport

ჩავი ერნანდესის "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სისუსტე საკადრო პრობლემებია. გუნდის მთავარი მწვრთნელი საკვანძო ფეხბურთელების გამოჯანმრთელებას მოუთმენლად ელოდება, იანვრიდან კი ტრანსფერების განხორციელების იმედი აქვს. 

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, ჩავი მომავალი წლიდან შემდეგი ფორმაციის შემადგენლობით თამაშს განიხილავს:

ტერ შტეგენი; ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა; ბუსკეტსი, პედრი, გავი; დემბელე, ანსუ ფატი, ფერან ტორესი.

ალტერნატიული ვარიანტი კი სამმცველიანი, შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობაა:

ტერ შტეგენი; არაუხო, პიკე, გარსია; ბუსკეტსი, გავი, ნიკო, პედრი; ფერან ტორესი, დეპაი, ანსუ ფატი. 

Sport წერს, რომ ამ ეტაპზე ჟორდი ალბასა და დანი ალვესის როლი გაურკვეველია. ვხედავთ იმასაც, რომ ფრენკი დე იონგი, რომელიც აქამდე საკვანძო ფიგურად მიიჩნეოდა, შემადგენლობაში აღარ ხვდება.

რაც შეეხება ტრანსფერებს - "ბარსას" პრიორიტეტი ფერან ტორესის შეძენაა. კლუბი ედინსონ კავანის გადმობირებაზეც მუშაობს, რაც შემადგენლობის შემტევ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #15 19 დეკემბერი 2021 19:18
    0
    ხავის ტაკტიკა ძაან მომწონს 3-2-2-3
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 19 დეკემბერი 2021 16:44
    3
    ფრენკი მოტეხეს? დააყენონ ეგ ბიჭი საყრდენზე და ნახავთ რაც შეუძლია დროა ბუსკეცი დაჯდეს სკამზე

    შტეგენი
    ალვეში პიკე არაუხო ალბა
    გავი დე იონგი პედრი
    ტორესი კავანი ფატი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 19 დეკემბერი 2021 16:03
    2
    Barca for life,
    მართლაი ხარ მაგ ყველაფერი ძაან რთული იქნება მაგრამ შესაძლებელია ნამდვილად, ამ გუნს მომავალი აქვს, და დარწმუნებული ვარ რომ ჩავი მოახერხებს გუნდის ათამაშებას
    ფანი [?]
    #12 19 დეკემბერი 2021 15:29
    4
    შტეგენისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად შემდეგი ზაფხულიდან სიამოვნებით ვიხილავდი ემი მარტინესს, 1X1შიც რომ გავცვალოთ ურიგო არ იქნებოდა, ამდენი ხანია უკვე ვეღარაა შტეგო ის დონე რაც უნდა იყოს და მგონი ტყუილად ველოდებით რომ რაიმე შეიცვლება.
    დაცვაში გასაშვებია უმტიტი (ხელფასის გამო), ლენგლე (არასტაბილურობის გამო), პიკე (სიბერის გამო), დესტი (უკლასობის გამო) და მინგესაც (უკლასობის გამო), დასაწინაურებელია მარმოლი და კომასი, მოსაყვანია ერთი მაღალი კლასის ჯანმრთელი ცენტრ.მცველი და ასევე ერთი მაგარი ფლანგელიც.
    ნახევარდაცვაში ალბათ ყველაზე ნაკლებად გვიჭირს, გვყავს გავი, პედრი, ნიკო, დე იონგი და ბუსკეცი, გასაშვებია: რობერტო (ხელფასის არშემცირების და ჯანმრთელობის პრობემების გამო) და კოუტინიო ( ხელფასისა და უსახური თამაშის გამო)
    თავდასხმაში გასაშვებია: ლ.დეიონგი, ბრეიტა, დემირი და დემბელე. გვრჩება: დეპაი, ფატი, ეზალზული და ჟუტგლა (ეს ბიჭი მწყობრში რომ ჩადგება მიმიქარავს ჰალანდი, ასე მგონია უსაზღვროდ დიდი პოტენციალი აქვს), ამათ დავამატოთ ტორესი და კავანი ხოლო ზაფხულში ვლაჰოვიჩიც არ გვაწყენდა.
    მოკლედ შემდეგი სეზონისთვის გაასწორებდა:
    ემი მარტინესი, პენია, ტენასი
    არაუხო, (მაგ: კუნდე), გარსია, მარმოლი, კომასი, ალბა, ბალდე, ალვეში, (?)
    პედრი, გავი, ნიკო, ბუსი, დე იონგი, პუჩი
    დეპაი, ფატი, ტორესი, ვლაჰოვიჩი, კავანი, ჟუტგლა და ეზალზული
    . ამ ზამთარში თუ გავუშვით უმტიტი(10 ან უფასოდ), კოუტინიო(20), ლ. დეიონგი(დავაბრუნოთ), რობერტო(20) და დემბელე(20-30) ხო კაი, ხოლო ზაფხულში: შტეგენი(40), მინგესა(10), დესტი(20), პიკე(უფასოდ ან სკამზე ჯანდაბას), ლენგლე(25) და ბრეიტა(10).
    სულ: 11 ფეხბურთელი, 185მ
    . ფერანი (50), კავანი (10), მაგარი მცველი(50), ფლანგის მცველი(30-40) და ვლაჰოვიჩი(70-90), ემი მარტინესი (40)
    სულ: 6 ფეხბურთელი, 280მ
    კი მართალია ამდენი ფული არ გვაქ, მაგრამ ფეხბურთელების გაყიდვით რაღაცას ვიშოვით, იქეთ სპონსორები ცალკე მოგვცემენ, ამას დამატებული გრიზმანში ასაღები 40მ, ასევე წინა ტრანსფერებიდან აღებული ფულიც და რამეს ვიზამთ.
    მე ყიდვაზე მეტად არსებულის გაყიდვა უფრო მეეჭვება და ეგ თუ გამოვიდა მაშინ სხვა ყველაფერიც გამოვა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 19 დეკემბერი 2021 15:26
    0
    შტეგენი
    ალვესი არაუხო პიკე ალბა
    გავი ბუსკეცი პედრი
    დემბელე დეპაი ტორესი/ფატი

    ნეტუ
    მინგესა გარსია ლენგლე ბალდე
    დეიონგი ნიკო პუჩი
    აბდე კავანი ბრაიტვაიტი
    ზამთრის შემდეგ ამ შემადგენლობას ველოდები.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #10 19 დეკემბერი 2021 15:19
    1
    იმის მიუხედავად, რომ ფრენკი ძალიან მიყვარს,უფრო მეტად აიაქსიდან, ვერ ვხედავ ამ ბიჭს ბარსელონას შენადგენლობაში. აშკარაა რომ უკვე მესამე სეზონია გუნდს ვერ შეეწყო, რამდენიმე კარგი მატჩი ქონდა წინა სეზონში და ისიც იმის ხარჯზე რომ სხვებუ იყვნენ უბრალოდ არ თამაშობდნენ. არ მჯერა რომ თუ ფეხბურთელი გუნდს ერგება, სამ სეზონიანი ჩავარდნის მერე ათამაშდება. აჯობებს სიტიში ან ბაიერნში წავიდეს სანამ კიდევ ფასობს მისი ტალანტი და დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. პირადად მე ვგულშემატკივრობ. ცენტრში ნიკო და გავი ისეთი კარგები არიან რომ თუ ასე გააგრძელეს და წესით 17 წლის ფეხბურთელი როცა ასეთ დონეზე თამაშობს, 23-24 წლის ასაკში ბევრად უკეთესი იქნება. დაბალი დონის ჩემპიონატი ხომ არ არის ლა ლიგა რომ თქვა დაბალი დონის გუნდებთან თამაშობენ და შეიძლება პროგრესი შეწყვიტონო,როგორც ბარსა ბ ფეხბურთელზე შეიძლება თქვა. ეზალზული,ნიკო,გავი,პედრი,არაუხო,ფატი. ექვსი უნიჭიერსი ფეხბურთელი. ფატის თუ ტრავმებმა არ შეუშალა ხელი დარწმუნებული ვარ რომ ერთერთი საუკეთესო იქნება, ახლა ვიღაც პროფესორა გამოხტება და იტყვის როგორ აფასებ ორი სეზონიდან თითქმის არ უთამაშია არაფერიო,მაგრამ ყველა თამაში მაქვს ნანახი და ვიცი რაც შეუძლია მაგ ბიჭს.პირველ რიგში მენტალურად ძლიერია,როგორც გავი და პედრი,დეიონგისგან და ალბასგან განსხვავებით თუნდაც. მოკლედ, ამ სიტუაციაში ამას ყველა სხვანაირად გაიგებს რა ჩავარდნაც აქვს გუნდს იქიდან გამომდინარე, თუმცა ისეთი ნათელი მომავალი აქვს ამ ფეხბურთელებს და პირველ რიგში გუნდისადმი სიყვარული რაც წარმატების ერთ-ერთი გარანტია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 19 დეკემბერი 2021 14:54
    1
    აი მე პირადად ნიკო
    -------------პედრი---გავი მიმაჩნია მომავლის ნახევარ დაცვის ტრიოდ, დე იონგმა ასე თუ გააგრძელა გუნდისთვის იქნება უკეთესი მისი გაყიდვა და მაგ თანხით სხვა პოზიციების გაძლიერება, მე ნიკო უფრო მომწონს ამ ეტაპზე, დაცვითი თვისებებიც აქვს, ფიზიკურადაც არაუშავს, ლა მასიელია, დარტყმა, პასები, მოედნის ხედვა, ბურთის კონტროლი, დრიბლინგი, სათამაშო ინტელექტი, სტაბილურება, აქვს ამ ბიჭს პოტენციალი, დე იონგს რაც შეეხება მის ასაკში ჩამოყალიბებული ვარსკვლავი უნდა იყოს ახლა, არც მონდომება არ ეტყობა და მემგონი გაყიდონ ჯობია, დაცვაში გარსიას იმედზე ვერ ვიქნებით, პიკეც მალე წავა ალბათ და გვჩება არაუხო უცვლელ წევრად , დანარჩენები მოსაყვანია მცველები, მარჯვენა და მარცხენა მცველებიც საჭიროა, მეკარეც ახალია საჭირო და ნეტა დონარუმა დაგვეთრია ამ ზაფხულში რა კარგი იქნებოდა, შეტევაში ტორესს დავამატოთ ვინმე ფორვარდი და კარგი შეტევა გვეყოლება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 19 დეკემბერი 2021 14:52
    0
    ციტატა: Jorji
    ერთი რამ არმესმის, ჩავი ძალიან მიყვარს და არასდროს მასზე აუგს არ ვიტყვი, უბრალოდ მაინტერესებს როცა იცი რომ ფეხბურთელს აქვს ძალიან დიდი პოოტენციალი და უბრალოდ არარის ფორმაში უნდა ადგე და გააგდო გუნდიდან? თუ უნდა დაეხმარო რომ თავის თავის საუკეთესო ვერსია იყოს? აბა სხვა რაარის მწვრთნელობა? 2011ის ბარსა მერო მომცე მაინც იმას იზამდნენ რაც ქნეს იმათ არ ჭირდებოდათ დახმარება იცოდნენ რაცუნდა ექნათ

    ვის აგდებს გუნდიდან?ვის გუკისხმობ?თუ ფრენკიზე ამბობ ინტრვიუშიც თქვა კაცმა ფრენკი არ იყიდებაო და ზაფხულამდე თუ ვერ გამოასწორა პერფორმანის ზაფხულში სარფიან ფასად,რატომ არ უნდა გაუშვან.მითუმეტეს თუ ჰოლანდის მოყვანა უნდა ლაპორტას.18-19 წლის ბიჭები უფრო მონდომებით თამაშობენ ვიდრე ფრენკი.თავადაც ცოდოა,შეუძლია ძაან მაგარი ფეხბურთი ითამაშოს.სიტიში ან ბაიერნში უფრო კარგი შანსი აქვს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 დეკემბერი 2021 14:51
    4
    ხო ფრენკი გაუშვით და ბებერი ბუსკეცი იდგეს ისევ ძირითადში
    მერე რა რო მოედანზე ეძინება 😃
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 დეკემბერი 2021 14:47
    1
    Jorji,
    მერე ვინ აგდებს დე იონგს, ჯერ ოფიციალურედ არაფერი უთქვავს ჩავის მაგის შესახებ და მერე ვნახოთ რა იქნება
    გულშემატკივარი [?]
    #5 19 დეკემბერი 2021 14:44
    1
    ფრენკი სასტარტოში იქნება ,ბუსი გადაჯდება სკამზე ,პედრი გავი ფრენკი ეს ტრიო იქნება ცენტრში
    გულშემატკივარი [?]
    #4 19 დეკემბერი 2021 14:31
    0
    ერთი რამ არმესმის, ჩავი ძალიან მიყვარს და არასდროს მასზე აუგს არ ვიტყვი, უბრალოდ მაინტერესებს როცა იცი რომ ფეხბურთელს აქვს ძალიან დიდი პოოტენციალი და უბრალოდ არარის ფორმაში უნდა ადგე და გააგდო გუნდიდან? თუ უნდა დაეხმარო რომ თავის თავის საუკეთესო ვერსია იყოს? აბა სხვა რაარის მწვრთნელობა? 2011ის ბარსა მერო მომცე მაინც იმას იზამდნენ რაც ქნეს იმათ არ ჭირდებოდათ დახმარება იცოდნენ რაცუნდა ექნათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 დეკემბერი 2021 14:29
    0
    როგორი იქნება ბარსელონას შემადგენლობა 2022 წელს!
    ეეჰ, ბარე ჩვენც გვინდა საუკეთესოები ფორმაში მყოფნი, მაგრამ ტრამვებს რო ვერ ვიცილებთ ესაა უბედურება.
    ფანი [?]
    #2 19 დეკემბერი 2021 14:01
    4
    დეიონგს ხელი არ დაედოს, ფორმაში არაა ეხა თორე მასზე უკეთ ბურთს ვინ ამოიტანს, პედრი და ბუსკეტსია ამას მასსავით ვერ გააკეთებენ გავი კიდე შეიძლება
    Culé [?]
    #1 19 დეკემბერი 2021 14:00
    0
    სანამ პიკე, ალბა, შტეგენი და ბუსნელი არ შეიცვლებიან ახალი სისხლით , მანამ ლუბიო გრანდი ამოგვისვამს ლიგაზე.