ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 19 დეკემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 19 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

19 დეკემბერს "ბარსელონამ" 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1919 წელი

რიკარდო სამორა გახდა "ბარსელონას" ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც ოფიციალურ თამაშში გოლი გაიტანა. ეს კატალონიის ჩემპიონატზე "ინტერნასიონალთან" 2-1 მოგებულ შეხვედრაში მოხდა (იმ დროს კატალონიის ჩემპიონატი ოფიციალური ტურნირი იყო).

1943 წელი

ლა ლიგის საშინაო მატჩში "საბადელთან" 5-0 მოგების დროს მარტინმა თავი 4 გოლით გამოიჩინა.

1951 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ლეგენდარული მცველი მიგელი. 1973-1988 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 549 თამაში ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. მიგელიმ კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის თასი, 3 თასების მფლობელთა თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1965 წელი

"ბარსელონამ" "ელ კლასიკოებში" 5 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3-1 მოგებულ შეხვედრაში სტუმართან გოლები ფუსტემ (2) და სალდუამ გაიტანეს.

1976 წელი

"ესპანიოლთან" სტუმრად ანგარიშით 3-2 მოგებულ დერბიში იოჰან კრუიფმა ლა ლიგაში თავისი მე-100 თამაში ჩაატარა.

1988 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი. 2011-2014 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 142 თამაში ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. სანჩესმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1993 წელი

"სელტასთან" შინ 1-0 მოგებულ შეხვედრაში იოჰან კრუიფი "ბარსელონას" მწვრთნელი ლა ლიგაში მეორასედ იყო.

1996 წელი

დაიბადა ფრანკ კესიე.

1999 წელი

"ატლეტიკოსთან" შინ 2-1 მოგებულ შეხვედრაში ლუის ენრიკემ ლა ლიგაში თავისი მე-300 თამაში ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.

2009 წელი

"ბარსელონა" პირველი ესპანური გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ფინალში არგენტინულ "ესტუდიანტესთან" 2-1 მოგებულ შეხვედრაში კატალონიელთა მხრიდან გოლები პედრომ და მესიმ გაიტანეს.
ამ გამარჯვებით "ბარსელონა" ასევე პირველი ესპანური გუნდი გახდა, რომელმაც ყველა ტურნირი მოიგო, რომელზეც ერთხელ მაინც უთამაშია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 დეკემბერი 2021 15:19
    0
    პედრო რაკაცია ყველგანააქ გოლი განატანი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 დეკემბერი 2021 11:32
    0
    2009 წელი!!!!!
    რა წელი იყო?