სერხიო ბუსკეტსი ანდრეს ინიესტას გაუთანაბრდა

"ბარსელონას" კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა "ელჩესთან" მოპოვებული გამარჯვებით კლუბის ისტორიაში შთამბეჭდავი მიღწევა დააფიქსირა.
Sport-ის მიხედვით, 33 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა "ბარსას" მაისურით 459-ე შეხვედრა მოიგო, რითაც ანდრეს ინიესტას შედეგს გაუთანაბრდა და კლუბის ისტორიაში მოგებების რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ყველაზე მეტი - 542 - გამარჯვება ლიონელ მესის აქვს მოპოვებული, რომელსაც 476 მოგებით ჩავი ერნანდესი მოსდევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]