ბარსელონა დემბელეს გაუბრაზდა

უსმან დემბელეს ქმედებებით "ბარსელონას" ხელმძღვანელების უკმაყოფილება მუდმივად იზრდება - ამჯერად, კლუბი ფრანგ ფეხბურთელს სერხიო აგუეროს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენციისა და Espai Barça-ს გამოფენის გამოტოვების გამო გაუბრაზდა. ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
თავდაპირველად პრესაში იწერებოდა, რომ დემბელეს არყოფნის მიზეზი, შესაძლოა, ტრავმა და სამედიცინო შემოწმების გავლა ყოფილიყო, რაც უსმანისთვის უცხო ნამდვილად არ არის. პედრი გონსალესი ცერემონიებს სწორედ ამ მიზეზით არ დაესწრო. Sport-ის ცნობით, კლუბი დემბელეს მხრიდან გაფრთხილებული არ იყო და დირექტორების აღშფოთება ამან გამოიწვია.
მიუხედავად ჩავი ერნანდესისა და ჟოან ლაპორტას თხოვნისა, იმის შანსი, რომ დემბელე "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, არც ისე დიდია. ზაფხულში "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვების შემთხვევაში 24 წლის ფეხბურთელსა და მის აგენტს სხვა კლუბები ბევრად უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]