ჩავი ერნანდესი ელჩესთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ელჩესთან მატჩის წინ

"ელჩესთან" გასამართი მატჩის წინ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, პრესკონფერენცია გამართა. 

ხვალინდელი თამაში უმნიშვნელოვანესია. გულშემატკივრების თანადგომა ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ წინ მორიგი ნაბიჯი გადავდგათ. მიუხედავად იმისა, რომ კარგი შედეგები არ გვაქვს, ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი და ვფიქრობ, რომ სწორ გზას ვადგავართ. განვითარება უნდა გავაგრძელოთ. მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. ლიდერთან სხვაობა დიდია, თუმცა ამ სეზონში არაფერს გამოვრიცხავ. 
გუშინ დემბელეს ვესაუბრე. მას დარჩენა და "ბარსელონაში" თამაში უნდა, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის და ხედავს, რომ ყოველ ჯერზე მოედანზე მეტ დროს ატარებს. მეტს ვერაფერს ვიტყვი, დარჩენილი მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებაა. 
დემბელემ და ალბამ პამპლონაში მცირე დაზიანება მიიღეს, მაგრამ სერიოზული ტრავმა არცერთს არ აქვს. 
ფეხბურთელების თავდადებასა და მონდომებას ეჭვქვეშ არ ვაყენებ. კარგავ ვვითარდებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და შესაძლებლობების რეალურად გამოსამჟღავნებლად ბევრი მატჩის მოგება გვჭირდება. 
რატომ არ თამაშობს ერიკ გარსია? შანსს ყველა იღებს. კლემან ლანგლემ რომ არ ითამაშოს, მასზეც იგივეს მკითხავთ. ერიკი ბევრ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. 
უცნაურია, რომ "ბარსას" ზოგ ფეხბურთელს პოზიციური თამაში არ ესმის. ეს უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი სტილი ითვალისწინებს იმას, რომ მაღალი პრესინგი ვითამაშოთ, ბურთის სწრაფად დაბრუნება ვეცადოთ და სივრცეები გამოვიყენოთ. 
მოვიგებთ თუ არა ტიტულებს ამ სეზონში? სიმართლე რომ ვთქვა, ეს ნამდვილად შეგვიძლია. მთავარია პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ და გუნდი ახალ მოდელს მოერგოს. 
ჰოლანდი? მე არაფერი ვიცი. რეალობა ისაა, რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს და გუნდის გაძლიერება გაგვიჭირდება. ვნახოთ, რა მოხდება. იმისთვის, რომ ფეხბურთელები დავიმატოთ, კლუბიდან ვინმე უნდა წავიდეს. ახლა ამაზე არ ვფიქრობთ და "ელჩესა" და "სევილიასთან" მატჩებზე ვართ კონცენტრირებულნი. 
ფერან ჟუტგლას თამაში ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც განვიხილავთ. მას კარგი თამაში ჰქონდა. ზოგადად, ახალგაზრდა ფეხბურთელები ბევრს გვმატებენ. 
ფრენკი გამოცდილი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ მაინც ახალგაზრდაა. ის პირველია, ვინც პრესინგზე გადადის და შესაბამისად, გუნდს ძალიან ეხმარება, მაგრამ როცა ვერ იგებს, ეს მის განწყობაზე მოქმედებს. ფსიქოლოგიურ ასპექტზე მუშაობა მისთვის აუცილებელია. 
ტერ შტეგენი ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა შორისაა. მასთან მიმართებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი თავდაჯერებაა. თავდაჯერებას კარგი შედეგები განაპირობებს. ასე რომ, მოგება გვჭირდება. ამის შემდეგ განსხვავებას აუცილებლად შეამჩნევთ. 
ერთ თვეზე ოდნავ მეტია, რაც აქ ვარ და ვამჩნევ, რომ ბევრი ცვლილებაა საჭირო. რა თქმა უნდა, შემადგენლობაშიც, მაგრამ დინამიკა, კონკრეტული ჩვევები და სხვა ასპექტები ასევე გასაუმჯობესებელი გვაქვს. მაგალითად, დაცვაში არ უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც წინა მწვრთნელის ხელმძღვანელობის დროს. გუნდს პრესეზონი არ ჰქონია და ესეც ძალიან ცუდია. 
"ლინარესის" შესახებ ინფორმაცია "ბარსა ბ-ს" აქვს და ამ კლუბზე მეტს მათგან შევიტყობთ. ვხედავთ, რომ დაბალი დივიზიონის კლუბები ერთმატჩიან დაპირისპირებებში ხშირად იმარჯვებენ ან თამაში დამატებით დროში გადაჰყავთ, ამიტომ ადვილი მატჩი არ გვექნება. კოპა დელ რეის დაწყებას მოუთმენლად ველით. 

- განაცხადა ჩავიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 დეკემბერი 2021 01:50
    2
    მჯერა რომ ჩავის ბარსა ძაან მაგარი გუნდი იქნება. აბა შენ იცი მაესტრო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 დეკემბერი 2021 20:37
    2
    ვახ მაინც რა შემართებითაა ეს ოხერი,მე მოვედი დუხზე და იმ ჩემისებს რა ჭირთ ჩაკაკაშკებულები,რომ დადიან.ერთი პუიოლი მოუყვანა ამათ რა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #3 17 დეკემბერი 2021 20:30
    0
    Moriba,
    ეგ კარიერას ამთავრებს კაცი მოკვდა კინაღამ რაეფეხბურთებდა მაგის გამო დაამთავრა კარიერა აგუერომ თან რაღაც ჩაუდგეს ერიქსენს გულში
    ფანი [?]
    #2 17 დეკემბერი 2021 20:24
    0
    🚨 ოფიციალურად ინტერმა და კრისტიან ერიქსენმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს ⚫️🔵❌

    #POSTVტრანსფერები
    უფასოდ ხოარ გვეცადა ერიქსენის დამატება? დე იონგს მაინც აჯობებს ისეთ ფსხბურთს თამაშობს რო რავიცი გასაყიდი ჩანს პლიუს დარტყმაც მაგარი აქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 დეკემბერი 2021 20:15
    0
    გუშინ დემბელეს ვესაუბრე. მას დარჩენა და "ბარსელონაში" თამაში უნდა, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის და ხედავს, რომ ყოველ ჯერზე მოედანზე მეტ დროს ატარებს. მეტს ვერაფერს ვიტყვი, დარჩენილი მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებაა.
    ესე იგი მარტო მე არ მესმის ფეხბურთი, ეს თუ სიმართლეს ლაპარაკობს და მართლა აქვს ამ დებილის იმედი.