გაიგე მეტი ბარსელონაზე #8

გაიგე მეტი ბარსელონაზე #8

Barcamania.ge-მ დაიწყო ახალი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც "ბარსელონას" გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, დასვან კლუბის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.

რუბრიკა გრძელდება ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. გასული კვირის განმავლობაში მიღებულ კითხვების პასუხებს დღეს დავწერთ და დღესვე დაიწყება ახალი კითხვების მიღება. კითხვის დასმა შეგეძლებათ ჩვენი Instagram-ის გვერდის Story-დან. მოცულობითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე.

მაშ ასე, დავიწყო - პირველი კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ: 

გრიზმანი დაბრუნდება?

გრიზმანის "ბარსელონაში" დაბრუნების შანსი თითქმის არ არსებობს. ფრანგი ფეხბურთელი "ატლეტიკოში" განათხოვრებულია, მაგრამ თუ მან თამაშების 50%-ში მიიღო მონაწილეობა, მადრიდელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ. ამჟამად ანტუანს "ატლეტიკოს" მატჩების 95%-ში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქ საუბარია იმ შეხვედრებზე, რომლებში მონაწილეობის მიღების საშუალებაც გრიზმანს ჰქონდა. იმისათვის, რომ გრიზმანმა 50%-იანი ზღვარი გარანტირებულად გადალახოს, მას სეზონში 27 შეხვედრის ჩატარება დაჭირდება, აქედან 18 მან უკვე ჩაატარა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ 9 მატჩში მოედანზე გასვლის შემთხვევაში "ატლეტიკო" ვალდებული იქნება, გრიზმანი გამოისყიდოს. 9 შეხვედრა მაქსიმუმია, შესაძლებელია, რომ ეს ვალდებულება უფრო ცოტა შეხვედრის ჩატარების შემთხვევაშიც წარმოიშვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გრიზმანმა მატჩების 50%-შ მონაწილება არ მიიღო, "ატლეტიკოს" მისი 40 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულება არა, მაგრამ უფლება ექნება.

2003 წლიდან მოყოლებული რამდენი ტიტული მოვიგეთ?


2003 წლის შემდეგ "ბარსელონას" საფეხბურთო გუნდს მოგებული აქვს  35 ტიტული: 10 ლა ლიგა, 7 ესპანეთის თასი, 8 ესპანეთის სუპერ თასი, 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 ევროპის სუპერ თასი და 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ვინ იყო ბარსას პრეზიდენტი ყველაზე დიდი ხნით?

"ბარსელონას" პრეზიდენტი ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო ხოსეპ ლუის ნუნიესი. 1978 წელს ის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც კლუბის წევრებმა აირჩიეს. ნუნიესი "ბარსას" მომდევნო 22 წლის განმავლობაში, 2000 წლამდე მართავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 17 დეკემბერი 2021 00:14
    0
    ციტატა: El pistolero 9
    21-ე საუკუნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი რომელია?

    21-ე ბარსაა და ზოგადად რეალი და მერე ბარსა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 დეკემბერი 2021 00:14
    0
    საინტერესო ფაქტებია.
    Culé [?]
    #1 16 დეკემბერი 2021 23:22
    0
    21-ე საუკუნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი რომელია?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.