ერთა ლიგაზე ბარსელონელების მეტოქეები ცნობილია

ერთა ლიგაზე ბარსელონელების მეტოქეები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ უეფას ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა და "ბარსელონას" ფეხბურთელების სანაკრებო მეტოქეებიც გაირკვა.

სანამ "ბარსელონელებზე" გადავალთ, მთავარ თემას შევეხოთ - საქართველოს ნაკრები, რომელიც C ლიგაშია, მე-4 ჯგუფში ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან ერთად მოხვდა.

რაც შეეხება "ბარსას"

ესპანეთის ნაკრები

სერხიო ბუსკეტსის, ანსუ ფატის, პედრის, ჟორდი ალბას, სერჟი რობერტოს, ერიკ გარსიასა და გავის გუნდი, რომელიც წინა გათამაშების ფინალისტია, A ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა. "ფურია როხას" მეტოქეები პორტუგალია, შვეიცარია და ჩეხეთი იქნებიან.

საფრანგეთის ნაკრები

უსმან დემბელეს, კლემან ლანგლესა და სამუელ უმტიტის საფრანგეთი, რომელიც მოქმედი ჩემპიონია, A ლიგის პირველ ჯგუფში მარტინ ბრეითუეიტის დანიასთან და იუსუფ დემირის ავსტრიასთან ერთად მოხვდა. ჯგუფის მეოთხე წევრი ხორვატიაა.

ნიდერლანდების ნაკრები

მემფის დეპაისა და დე იონგების ნიდერლანდების ნაკრებს A ლიგის მე-4 ჯგუფი შეხვდა. ამავე ჯგუფში მოხვდნენ ბელგია, პოლონეთი და უელსი.

გერმანიის ნაკრები

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ეროვნული გუნდი სიკვდილის ჯგუფში მოხვდა - იტალია, გერმანია, ინგლისი, უნგრეთი.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2022 წლის ივნისში დაიწყება და სექტემბერში დასრულდება, ხოლო ფლეი ოფები 2023 წლის ივნისში გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 17 დეკემბერი 2021 05:43
    0
    რომელმა გენიოსმა განთესა ნეტავ, გერმანია, იტალია, ინგლისი...?! ბარემ ესპანეთით ჩაენაცვლებინათ უნგრეთი და პირდაპირ ევროპის ჩემპიონატი დაერქმიათ. 🤷
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 დეკემბერი 2021 01:24
    0
    ისევ ეს ჩრ. მაკედონია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 დეკემბერი 2021 00:18
    0
    იმედია პედრის ეხლა მაინც დაინდობენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 დეკემბერი 2021 23:16
    0
    ერთა ლიგა ძალიან კარგი ტურნირია. დებილობა იყო ამხანაგურების ყურება. აი ბელგია საფრანგეთით მე პირადად ძაან ვისიამოვნე, ფინალიც კარგი სანახავი იყო.
    ახლაც გერმანია ინგლისი იტალიის დაპირისპირებების ყურებას რა აჯობებს. მოკლედ მაგარი სანახაობა გველოდება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 დეკემბერი 2021 22:30
    0
    ვაახ კაი თამაშები წავა, იმედია ამ ბარსელონელებს ნიკო და ფატიც მალე შეუერთდება, ესპანეთს ზოგადად ჰყავს იდეალური შემადგენლობა, გამოცდილი ხალხი+ძაან ახალგაზრდები+საშუალო ასაკი+ახალგაზრდა ანუ 20+ ფორმის პიკში მყოფები, ძალიან ღრმა შემადგენლობა ჰყავს ესპანეთს, თან ლუჩოც მაგრად მოერგო ნაკრებს, ეს მგონი განმეორდება მალე 2008-2012 წლები სადაც ყველაფერი მოიგეს, მანდაც ძირითადის უმრავლესობა ბარსას ფეხბურთელი იყო❤