აგუერო ხელფასის მხოლოდ ნაწილს მიიღებს

აგუერო ხელფასის მხოლოდ ნაწილს მიიღებს

საფეხბურთო სამყარო ისეთ ამბებს მიჩვეული არაა, როგორიც სერხიო აგუეროს დაემართა - სეზონის შუაში კარიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასრულება.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, კარიერის დასრულების მიუხედავად, თუ აგუერო კონტრაქტის გაწყვეტაზე უარს იტყოდა, "ბარსა" ვალდებული იქნებოდა, მისთვის ხელფასი გადაეხადა. რა თქმა უნდა, არავის სჯეროდა, რომ ასე მოხდებოდა და გასაკვირი არცაა, რომ არგენტინელი ღირსეულად მოიქცა.

Mundo Deportivo-ს ცნობით მხარეები მეგობრულად შეთანხმდნენ. აგუერო 2021/22 წლების სეზონის ხელფასის მხოლოდ ნაწილს მიიღებს, ხოლო 2022/23 წლების სეზონის ანაზღაურებას საერთოდ არ მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 17 დეკემბერი 2021 01:22
    2
    ან რატომ უნდა მიიღოს. დაამთავრა კარიერა, კონტრაქტიც უნდა გაწყდეს. მე მგონი ფიფამ უნდა შეიმუშაოს კანონი ასეთი მომენტებისთვის. გუნდებიც უნდა იყვნენ რაღაცნაირად დაცული, როცა ფეხბურთელი აშკარად მოუკლებს თამაშს და მას კი წასვლა არ უნდა და იღებს მაღალ, დაუმსახურებელ ხელფასს. რაღაცა ბერკეტი უნდა ჩაიდოს, თორემ ზოგიერთებმა გადაიწუწეს. ლაზარეთში ან სკამზე ჯდომის გამო იღებენ მაღალ ხელფასს. ანუ ყველაფერი მორგებულია ფეხბურთელზე და გუნდი იჩაგრება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 16 დეკემბერი 2021 22:21
    0
    ციტატა: Davita
    აგუერო ბაზარი არაა ჯიგრულად მოიქცა მარა ამ ლაპორტასი ვერ გამიგია, როთ განსხვავდება ბართომეუსგან, კლუბისგვის წამგებიან კონტრაქტებს რატო აფორმებს, კაცი კარიერას ასრულებს და კლუბს ვალდებულს ხდის ხელფასი უხადოს, შეიძლება ერთჯერადად რამე მისცე მარა ეს ზედმეტია და კლუბისგვის საზიანო.

    რას ლაპარაკობ,რაც ეკუთვნის უნდა მიიღოს,რას ჰქვია კარიერას ასრულებს.ვინ მოელოდა,რომ გულის პრობლემები ექნებოდა.ამ სეზონის ხელფასს მიიღებს და მორჩა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #6 16 დეკემბერი 2021 21:48
    0
    აგუერო ბაზარი არაა ჯიგრულად მოიქცა მარა ამ ლაპორტასი ვერ გამიგია, როთ განსხვავდება ბართომეუსგან, კლუბისგვის წამგებიან კონტრაქტებს რატო აფორმებს, კაცი კარიერას ასრულებს და კლუბს ვალდებულს ხდის ხელფასი უხადოს, შეიძლება ერთჯერადად რამე მისცე მარა ეს ზედმეტია და კლუბისგვის საზიანო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 16 დეკემბერი 2021 21:22
    3
    მაგარი კაცი. თავაწეული მიდის ფეხბურთიდან და ახლა შეუძლია ბარსადანაც ამაყად წავიდეს, რადგან კულეებსაც შეაყვარა თავი ჯერ კლასიკოში გოლით და ახლა ასეთი საქციელით❤
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 დეკემბერი 2021 21:18
    4
    მესი ცუდ ადამიანთან არ იმეგობრებდა მთელი კარიერის მანძილზე.
    Culé [?]
    #3 16 დეკემბერი 2021 21:08
    2
    რატომღაც მგონია რომ უკვე 5 წელია ბარსაშია და ლეგენდად გვტოვებს,ასეთი საქციელი ამას მაფიქრებინებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 დეკემბერი 2021 20:57
    3
    კუმანია კულე და ეს კაცი 4 თვის მოყვანილი, გენავე კუნ, ამოტომ არგენტინელი მირჩევნია პიდა@@სტ ჰოლანდიელს, ერთი კრუიმფი იყო კარგი ვინც გუნდს მოედნის მიღმა იმაზე დიდი რამ გაუკეთა ვიდრე მოედანზე ( მოედანზეც არ დააკლო) .. კუმანი კი მაგარი იყო და მაგისი გოლით მოვიგეთ მაგრამ ეს რა საქციელებია , არ ეკადრება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 დეკემბერი 2021 20:49
    0
    კუმანმა რა ქნა?! ანუ განსხვავება არგენტინელებსა და ვაჭრუკანებს შორის