ანსუ ფატის დაბრუნების თარიღი ცნობილია - Marca

ანსუ ფატის დაბრუნების თარიღი ცნობილია - Marca

"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი ანსუ ფატი რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება.

Marca-ს ინფორმაციით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ფატი მომავალი წლის 2 იანვარს "მალიორკას" წინააღმდეგ გასამართ მატჩში დაბრუნდება.

19 წლის ტალანტმა ბოლო ტრავმა 6 ნოემბერს "სელტასთან" შეხვედრაში მიიღო. ფატი თავდაუზოგავად მუშაობდა იმისათვის, რომ მას 8 დეკემბერს "ბაიერნის" წინააღმდეგ ეთამაშა, თუმცა, "ბარსელონამ" გადაწყვიტა, ანსუს ჯანმრთელობით არ გაერისკა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ "ბარსას" 10 ნომერი მიმდინარე წელს აღარ ითამაშებს. ის საშობაო პერიოდს გამოიყენებს და 2022 წლის პირველ თამაშში სრულად გამოჯანმრთელებული დაბრუნდება.

ფატიმ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 8 მატჩში მიიღო, 4 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა. მას ტრავმების გამო 14 თამაში გაუცდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 16 დეკემბერი 2021 21:31
    1
    ნეტა ამას ეშველოს და, არვიცი რა ასე დემბელეზე როგორ გადაეწყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 დეკემბერი 2021 17:25
    2
    ამან თუ კიდევ მიიღო სერიოზული ტრავმა, ჩათვალეთ, რომ ესეც დემბელეა და ამის იმედი არ უნდა გვქონდეს. რად გინდა კარგი ფეხბურთელი იყო, თუ სულ ლაზარეთში იკოტრიალა. მეცოდება, ჯერ ბავშვია და ყველაფერი წინ უნდა ჰქონდეს, მაგრამ თუ ტრავმებმა გააწამეს ვერმალენივით, აზრი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 დეკემბერი 2021 15:33
    2
    პრუნას იმედზეა მთელი კატალონია
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 დეკემბერი 2021 15:01
    2
    პრუნას ბევრი საქმე ექნება ანსუსთან მიმართებით პირველ რიგში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 დეკემბერი 2021 14:43
    5
    ეს რომ გვყოლოდა ბენფიკასთან გოლს შევაგდებდით, ძაან ნიჭიერია და გოლის ალღოც მაგარი აქვს, ეს არ დაიტრამვოს ხოლმე და უმაგრესი ფეხბურთელი დადგება