სერჟინიო დესტს ბარსელონას იანვარში დატოვება არ სურს

სერჟინიო დესტს ბარსელონას იანვარში დატოვება არ სურს

"ბარსელონას" მარჯვენა მცველი სერჟინიო დესტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ბლაუგრანადან" წასვლას არ განიხილავს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბარსამ" დესტი ტრანსფერზე დააყენა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ფეხბურთელს კატალონიური გუნდის დატოვება არ უნდა. 21 წლის ამერიკელი ფიქრობს, რომ ბოლო დროს მისი ფორმაში არყოფნა ტრავმებთანაა დაკავშირებული. სერჟინიოს სურს, დაზიანებების მორჩენის შემდეგ საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს, რათა ჩავი ერნანდესის ნდობა მოიპოვოს და წარმატებებს "ბლაუგრანაში" მიაღწიოს.

დესტმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 16 მატჩში მიიღო, რომელთაგანაც 14-ჯერ ძირითადში ითამაშა. მის აქტივში 3 საგოლე გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 16 დეკემბერი 2021 21:39
    1
    მოკლედ მაგარ შარში ვართ რა. ნეტა შეიძლებოდეს ყველასთან 1-2 წლიანი კონტრაქტების დადება. ამდენი სანერვიულო ხო აღარ გვექნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 16 დეკემბერი 2021 17:06
    1
    შენ არ გინდა, მიხოს უნდა.
    Culé [?]
    #7 16 დეკემბერი 2021 14:58
    4
    21 წლის ბიჭია და 38წლის ალვესმა ერთ თამაშში იმაზე მეტი ქნა ვიდრე ამან მთელ განვლილ სეზონში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #6 16 დეკემბერი 2021 14:41
    2
    ამას არ უნდა ჩვენ გვინდა ამისი წასვლა და წავა კიდეც იმედია
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #5 16 დეკემბერი 2021 14:31
    2
    რატომ მოუნდებათ წასვლა რაა უმაგრეს ქალაქში არიან თუ ვერ ითამაშებენ სკამზეც საკაიფოდ ატარებენ დროს ამათ ფეხბურთი კიდიათ.დესტი კოუ უმტიტი ლუკი უეჭველი უნდა გგაუშვან.
    Culé [?]
    #4 16 დეკემბერი 2021 14:25
    2
    ციტატა: Iniesta_8
    არავის არ სურს ბარსელონას დატოვება, მარა არც გულშემატკივრებს სურთ მორბენალი სი*რების ყურება. რას წუწუნებენ, დადონ შესაბამისი დონე და არავინ გააგდებს. აგერ სემედუმ ვერ ვაჩვენე საჭირო დონე და არ დამწყდომია წასვლაზე გულიო, იქნება ამათაც შეიგნონ ეს.

    მორბენალი?!
    რომელია აბა მორბენალი? დგანან ერთ ადგილას, დადიან და დაღოღავენ
    რომ დარბოდნენ, მოძრაობდნენ და ჟილკას დებდნენ, კიდევ რაღაცას იფიქრებდი კაცი barca-6
    Culé [?]
    #3 16 დეკემბერი 2021 13:26
    2
    არავის არ სურს ბარსელონას დატოვება, მარა არც გულშემატკივრებს სურთ მორბენალი სი*რების ყურება. რას წუწუნებენ, დადონ შესაბამისი დონე და არავინ გააგდებს. აგერ სემედუმ ვერ ვაჩვენე საჭირო დონე და არ დამწყდომია წასვლაზე გულიო, იქნება ამათაც შეიგნონ ეს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 16 დეკემბერი 2021 13:03
    1
    რაღაც ინტუიცია მკარნახობს ესეთ სურათს ეხლა გამოჩნდა ვარაუდები ვითომ ჰოლანდს ვიყიდით და ასე შემდეგ მაგრამ რეალურად მოათრევენ მართლა სანჩეს. და მერე უკვე მართლა სანათესაო უნდა ამოუტრიალოს კაცმა ლაპორტას. მაგრამ ვერ ვხვდები რატო უნდა ქონდეს მიზნად ბარსას უარეს მდგომარეობაში ჩაგდების თან არაფერ სასიკეთოდ აკეთებს მოკლედ ვნახოთ რაიქნება გუნდი შედარებით უნდა მოძლიერდეს ზამთარში ესე ოთხეულშიც ვერ შევალთ და ტეხავს პროსტა სევილია ჩვენზე წინ რო იქნება ჩვენი ბულკები იყვნენ 21 საუკუნეში
    ფანი [?]
    #1 16 დეკემბერი 2021 12:44
    3
    გაეტანა გასატაანი ამ ჩემისას და ჩლ ზე ვუქნებიდით