2000-01 წლების სეზონის შემდეგ პირველად - ბარსელონა არგენტინელი ფეხბურთელის გარეშე

2000-01 წლების სეზონის შემდეგ პირველად - ბარსელონა არგენტინელი ფეხბურთელის გარეშე

დღეს, გულის პრობლემების გამო, "ბარსელონას" არ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ 2000-01 წლების სეზონიდან მოყოლებული, "ბარსა" არგენტინელი ფეხბურთელის გარეშე პირველად იქნება - 20 წელზე მეტია, კატალონიურ გრანდს შემადგენლობაში ხსენებული ქვეყნის მინიმუმ ერთი წარმომადგენელი ჰყავდა.

XXI საუკუნეში ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური 9 არგენტინელს მოურგია - ესენია: ხავიერ სავიოლა (2001-07), რობერტო ბონანო (2001-03), ხუან პაბლო სორინი (2003), ხუან რომან რიკელმე (2002-05), მაქსი ლოპესი (2005-07), ლეო მესი (2004-21), გაბრიელ მილიტო (2007-11), ხავიერ მასკერანო (2010-18) და სერხიო აგუერო (2021).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 დეკემბერი 2021 22:34
    0
    მერე ვინმე თავისუფალი აგენტი არგენტინიდან ნახონ რა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 დეკემბერი 2021 01:11
    0
    《○BIG ĆULE○》,
    მეც ძაან მომწონს ანტონი. მაგრამ აიაქსი ბევრს მოითხოვს მაგაში. ნაღდად არაა ხელიდან გასაშვები ბიჭი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 დეკემბერი 2021 22:10
    3
    მოიყვანონ არგენტინელი ალვარესი და ბრაზილიელი ანტონი, ანტონი ძაან მევასება, იმედია მოიყვანენ