ფაბრიციო რომანო სამუელ უმტიტისა და ფილიპე კოუტინიოზე საუბრობს

ფაბრიციო რომანო სამუელ უმტიტისა და ფილიპე კოუტინიოზე საუბრობს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო "ბარსელონას" ფეხბურთელების, სამუელ უმტიტისა და ფილიპე კოუტინიოს გარშემო არსებულ სიტუაციაზე საუბრობს.

აღნიშნული ფეხბურთელები წასვლის მთავარი კანდიდატები არიან. მაღალი ხელფასისა და ცუდ ფორმაში ყოფნის გამო, "ბლაუგრანას" მათი გაშვება ზამთარშივე სურს.

რომანო "ბენფიკას" მხრიდან უმტიტის მიმართ ინტერესს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ბარსასა" და "არწივებს" შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მთავარ პრობლემად კვლავ ფრანგის მაღალი ანაზღაურება რჩება. 

ჟურნალისტის თქმით, "ბარსელონა" იმედოვნებს, უმტიტისა და კოუტინიოსთან დაკავშირებით გამოსავალს მოძებნის, რაზეც ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 დეკემბერი 2021 21:57
    1
    ესენი ორივენი დიდი ხანია გასაშვები არისნ, მაგრამ რა გინდა ქნა, უნამუსოები არიან. ხელფასსაც არ იმცირებენ ეს მუქთამჭამელები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 დეკემბერი 2021 21:54
    1
    Davita,
    გეთანხმები , მაგრამ ამ ხელფასით ამის დატოვება გამორიცხულია. ტორესი და კავანი რომ იყიდონ სახელფასო ჭერი უნდა ჩამოვწიოღ და ტიპი სკამის ფეხბურთელია და ხელფასი 12 მილიონი აქვს მგონი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #1 14 დეკემბერი 2021 21:48
    5
    კოუტინიო ულაპარაკოდ გასაშვებია, უმტიტს რაც შეეხება პრაქტიკა უნდა მიცენ და ზაფხულში მიიღონ გადაწყვეტილება, მე პირადად მინგესას ლანგლესა და გარსიას სამივეს მირჩევნია ამ ფორმაში მყოფიც