ანდრე ონანა: ბარსელონა ჩემი პირველი არჩევანია

ანდრე ონანა: ბარსელონა ჩემი პირველი არჩევანია

"აიაქსის" მეკარემ, ანდრე ონანამ Sport-თან "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა:

რა თქმა უნდა, "ბარსელონა" ჩემი პირველი არჩევანია. ეს ჩემი სახლია, მე აქ გავიზარდე. "ბარსასთან" კონტაქტს გავაგრძელებ. წამოსვლის დღიდან, კლუბთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. "ბარსა" ჩემი სახლია და მასთან კავშირები ყოველთვის მქონდა.

კამერუნელი "ინტერთან" შეთანხმებასთან დაკავშირებულ ჭორებსაც შეეხო:

მედია ბევრ რაღაცაზე საუბრობს. ისინი ასევე საუბრობენ "არსენალისა" და, ცხადია, "ბარსელონას" შესახებ. ამ მომენტისთვის არანაირი შეთანხმება არ არსებობს. მედია ჩემი ცხოვრების ნაწილია და არის მომენტები, როცა ვიკარგები.

ონანას კატალონიურ კლუბს, დიდი ხანია, უკავშირებენ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესაძლო წასვლაზე საუბრის დაწყების შემდეგ კი მის ტრანსფერს უფრო აქტიურად განიხილავენ, რასაც ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ 25 წლის კარის დარაჯი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. ონანას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მსურველი მილანის "ინტერია".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 14 დეკემბერი 2021 23:57
    3
    ისეთი დანძრეული აქვს გუნდს შტეგენი თუ გაიყიდა 65 მილიონად ამის უფასოდ მოსვლა ღირს. დიდად არც ჩამოუვარდება შტეგოს. ნუ ცოტათი კი მაგრამ 65 მილიონიც დიდი ფულია ჩვენთვის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 დეკემბერი 2021 22:54
    0
    ემი მარტინესი მოიყვანეთ რა და ეს თუ უნდათ ნეტოს მაგივრად.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 დეკემბერი 2021 22:01
    0
    ციტატა: El pistolero 9
    ისე ეს ფეხით თამაშში როგორია?

    დიდი არაფერი, რაც ხელით ისევე ფეხით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 დეკემბერი 2021 21:53
    0
    ისე ეს ფეხით თამაშში როგორია?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #2 14 დეკემბერი 2021 21:42
    1
    ეს მხოლოდ ნეტოს შემცვლელად გამოდგება, იმედია ძირითადისთვის არმოიყვანენ. მინდა შტეგენის გაყიდვა მარა ძლიერი მეკარეთი უნდა შეიცვალოს და არა მასზე დაბალი კლასით
    ფანი [?]
    #1 14 დეკემბერი 2021 20:27
    2
    მოვიყვანოთ ეს კაცი ზაფხულში უფასოდ იქნება გამოფხიზლდეს შტეგენი ცუდი მეკარე ნაღდად არააა პლიუს ლა მასიელია