აგუეროს პრესკონფერენციას გვარდიოლაც დაესწრება

აგუეროს პრესკონფერენციას გვარდიოლაც დაესწრება

დღეს "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვალ სერხიო აგუერო საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ოფიციალურ განცხადებაში არ წერია, რომ 33 წლის ფეხბურთელი კარიერას ასრულებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ასეა.

კატალონიური TV3-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ ბარსელონაში ჩავლენ და პრესკონფერენციას დაესწრებიან "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი. ეს ორი ადამიანი სერხიო აგუეროსაც კარგად იცნობს და "ბარსელონასაც".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 14 დეკემბერი 2021 17:43
    0
    ციტატა: El pistolero 9
    ისე ეს გრილიში რამ აყიდინათ

    ფული სად წაეღოთ და რაში დაეხარჯათ არ იცოდნენ 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 დეკემბერი 2021 17:17
    0
    ისე ეს გრილიში რამ აყიდინათ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.