რონალდო: "დღევანდელი "ბარსელონა" საუკეთესოა ბოლო 15 წლის განმავლობაში"

რონალდო: "დღევანდელი "ბარსელონა" საუკეთესოა ბოლო 15 წლის განმავლობაში"

კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ, განაცხადა, რომ პეპ გვარიდოლას გუნდი საუკეთესოა ბოლო 15 წლის განმავლობაში. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "სპორტი".

 

მოგეხსენებათ, ერთ დროს რონალდოც "ბარსელონას" ოჯახის წევრი იყო. ფენომენს სჯერა, რომ პეპ გვარდიოლას "ბარსელონა" საუკეთესოა ბოლო 15 წლის განმავლობაში და ბევრად სჯობია მადრიდის "რეალს", რომელსაც სათავეში ჟოზე მოურინიო უდგას: "ძალიან სასიამოვნოა კატალონიელთა თამაშის ცქერა. ბურთის ფლობა თითოეულ თამაშში, მეტოქის მიუხედავად, 80%–ს აღწევს, მოკლედ რომ ვთქვათ, კატალონიელები "პარავენ" ბურთს ოპონენტებს. ეს საუკეთესო საშუალებაა მათ მოსადუნებლად". განაცხადა ბრაზილიელმა.

 

"ვფიქრობ, რომ პირველ მატჩს "რეალი" მოიგებს, რადგანაც მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზეა". "ბარსელონა" ჩემთვის საუკეთესოა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ფეხბურთელები უბრალოდ ფანტასტიურები არიან, შესანიშნავად აგორავებენ ბურთს. ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება, რადგანაც "კლასიკო" არაპროგნოზირებადი მატჩია". დაასრულა რონალდომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.