როგორ გაუშვა ბარსამ ხელიდან ფერან ტორესი, კილიან მბაპე და ჯუდ ბელინგემი

ჟოზეპ მარია ბართომეუს დროს "ბარსელონას" ხელმძღვანელობას არაერთი სერიოზული შეცდომა დაუშვია, მათ შორის მოწინავე პოზიციას კი ფულის ვარსკვლავებში უაზროდ გადახდა და ახალგაზრდა ტალანტებზე დაზოგვა იკავებს.
ჟოზეპ მორატალია "ბარსელონასთვის" უცხო ადამიანი არაა. ის "ლა მასიაში" 1972 წელს ჩაირიცხა და 10 წლის შემდეგ პირველ გუნდში დაწინაურდა, სადაც 6 წელი გაატარა. მოგვიანებით მორატალია "ბარსელონას" ფეხბურთელების კავშირის სპორტული პრეზიდენტი იყო, ბოლო სეზონებში კი "ბარსელონას" სპორტული მიმართულების განყოფილებაში მუშაობდა. ბოლოს ხსენებული პოზიციის გათვალისწინებით მან კარგად იცის, თუ როგორც მუშაობა კლუბი ფეხბურთელების დამატების დროს.
აქამდე ვიცოდით, რომ "ბარსელონამ" კილიან მბაპეზე უარი მაშინ თქვა, როდესაც მას მისივე თანამემამულე უსმან დემბელე ამჯობინა, ეს კი 2017 წელს მოხდა. როგორც ირკვევა, ეს მანამდეც მომხდარა. უფრო მეტიც, "ბარსელონამ" ფერან ტორესისა და ჯუდ ბელინგემის ხელში იაფად ჩაგდების შანსიც გაუშვა.
ჟოზეპ მორატალია Esport 3-თან საუბრის დროს ფერან ტორესზე აცხადებს:
მორატალია უფრო მეტად ფრანგულ ბაზარზე იყო აქცენტირებული და მისი თქმით, მან პოზიტიური ანგარიში ძალიან პატარა კილიან მბაპეზეც მოამზადა.
მორატალიას თქმით "ბარსელონას" შანსი ჰქონდა, ჯუდ ბელინგემი "დორტმუნდში" გადასვლამდე გაეფორმებინა.
მორატალია ასევე ადასტურებს, რომ კორონავირუსის გარდა კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა ცუდმა მენეჯმენტმაც მოახდინა:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]