ბარსას, რეალისა და ატლეტიკის მორიგი ერთობლივი განცხადება

ბარსას, რეალისა და ატლეტიკის მორიგი ერთობლივი განცხადება

"ბარსელონამ", მადრიდის "რეალმა" და ბილბაოს "ატლეტიკმა" მორიგი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

აღნიშნული კლუბები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან და მის არსს სრულად იზიარებენ. 

განცხადებაში ნათქვამია:

ჩვენ სრულად ვიზიარებთ RFEF-ის (ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია) მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც განმეორებულია, რომ ლა ლიგის პროექტი სამართლებრივ სისტემასთან შეუთავსებელია და ის არ უნდა განხორციელდეს.

წევრებსა და გულშემატკივრებს ვუდასტურებთ, გუშინ "ბარსელონამ", მადრიდის "რეალმა" და ბილბაოს "ატლეტიკმა" მიმართეს სპორტის უმაღლეს საბჭოს, რომელსაც საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მოვალეობა ეკისრება, თავიდან აიცილოს ფეხბურთისთვის მოსალოდნელი გამოუსწორებელი ზიანი. 

განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ:

  • ლა ლიგის ასამბლეის რიგგარეშე სხდომა ჩანიშნული 2021 წლის 10 დეკემბერს, მიზნად ისახავს, საბოლოოდ დაასრულოს ლა ლიგაზე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმისა და ესპანური ფეხბურთის სატელევიზიო უფლებების უხეში დარღვევა.
  • ლა ლიგის რეაქცია სამი კლუბის განმეორებით მოთხოვნაზე იყო შეტევების, დეზინფორმაციის უხეში კამპანიის წამოწყება და შეთავაზებული ალტერნატიული გეგმის განხილვაზე უარის თქმა.

სპორტის შესახებ კანონის მე-8 მუხლი სპორტის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს ფუნქციას, როგორც საფეხბურთო სამყაროში არსებული რეგულაციების კანონიერი აღსრულების გარანტს.

იმ შემთხვევაში, თუ სპორტის უმაღლესი საბჭო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში არ იმოქმედებს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სერიოზულ დარღვევებს, რომელიც დააზარალებს არა მხოლოდ ესპანური ფეხბურთის ეკონომიკურ მომავალს, არამედ სპორტის ამ სახეობისთვის მიღებულ კანონმდებლობას.

თუ ლა ლიგის გეგმები დამტკიცდება, ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით, შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები განვახორციელოთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 8 დეკემბერი 2021 23:25
    0
    ციტატა: Davita
    მიუხენში თოვს, ჩვენ ბალერინა სიფრიფანა ფეხბურთელებს დაერხათ

    🤣🤣🤣👍
    ფანი [?]
    #4 8 დეკემბერი 2021 22:52
    1
    ციტატა: Davita
    მიუხენში თოვს, ჩვენ ბალერინა სიფრიფანა ფეხბურთელებს დაერხათ

    შენ ხო არ დაგავიწყდეს ჩვენი ბიჭების წყევლა გინება ბიჯოოს ამდენი ენგატივი საიდან მოგაქვთ მაინც კაი მესმის მაგარი დარხეული გვაქვს მაგრამ ასე როგორ შეიძლება ხო უნდა გაამხნეო გუნდი და რამე პოზიტიური მაინც ხო უნდა თქვა სულ ნეგატიურს როგორ ამბობ ან როგორ ფიქრობ სულ ცუდზე
    --------------------
    ლორდ რონალდო ნაზარიო გოუთვეითი VS გოლ იონგი/ბასტენ იონგი
    :დდ
    ფანი [?]
    #3 8 დეკემბერი 2021 22:13
    2
    მიუხენში თოვს, ჩვენ ბალერინა სიფრიფანა ფეხბურთელებს დაერხათ
    Culé [?]
    #2 8 დეკემბერი 2021 22:05
    1
    ჰა ტებას შე გასიებულო.იმენა საზიზღრობაა უკვე ეს ყველაფერი სუპერლიგა vs ueffa და ა.შ ეს ფეხბურთი აღარაა.რეალურად არჩევანი უნდა გაკეთდეს ცუდსა და კიდევ უფრო ცუდს შორის.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 8 დეკემბერი 2021 22:00
    0
    ეს კომპანია რომელიც თავაზობთ დაფინანსებას აშკარად არაა წესიერი როგორც ჩანს, მაგრამ თუ ხარისხი არ გამოსწორდა ჩემპიონატში არც მოვა არცერთი სპონსორი, ვის რად უნდა ისეთ ჩემპიონატთან თანამშრომლობა სადაც არცერთი სუპერსტარი არ თამაშობს და თამაშებიც არ გამოირჩევა დიდი სანახაობრიობით?! ამიტო ისევე ტებასმა და დანარჩენმა გუნდებმა უნდა გაანძრიონ ერთი ადგილი რომ მოიზიდონ ნორმალური სპონსორები.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"