MD: ჟორდი ალბა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს

MD: ჟორდი ალბა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს

Mundo Deportivo-ს ცნობით, დიდი ალბათობით, ჟორდი ალბა "ბაიერნთან" მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

მან დაზიანება "ვილიარეალთან" შეხვედრაში მიიღო. ტრავმა სერიოზული არ ჩანდა და ერთ კვირაში "ბეტისთან" მატჩი სრულად ჩაატარა, თუმცა "ბაიერნთან" თამაშამდე მას გარკვეული დისკომფორტი მაინც აწუხებდა, რაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩავიმაც დაადასტურა.

MD წერს, რომ, დიდი ალბათობით, 32 წლის ფეხბურთელი მოედანზე ყოფნას პირველივე წუთებიდან მაინც შეძლებს. იმ შემთხვევაში, თუ ალბა ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მის ადგილს სერჟინიო დესტი დაიკავებს.

"ალიანც არენაზე" მატჩი, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 8 დეკემბერი 2021 16:20
    0
    ციტატა: NEYBarca
    ციტატა: RiquiPuig
    ამ ციყვის შთამომავალმა დაღუპა გუნდი ლივერპულთან,ფართხალა კვერცხია და მესიზე პასის გარდა არაფერი იცის

    +1 რაც მესი წავიდა იმის მერე ერთ ზუსტი პასი არ მახსოვს ამისგან საჯარიმოში გეკეთებინოს.. დაცვაში ხო ნულია და მესის წასვლის შემდეგ შეტევაშიც განულდა.

    საქმე იმაშია, რო მესი ყველანაირ პასს იღებდა და გოლად აქცევდა, რატო გრიზმანს ვერ უკეთებდა ასისტებს.
    Culé [?]
    #6 8 დეკემბერი 2021 15:28
    1
    NEYBarca,
    კაით ახლა ნუ გადაუარეთ, სხვათა შერის 5 ასისტი აქვს მა ,,ციყვს", შეტევაშიც არ ერთვება ცუდად და დაცვაში არც არასდროს არ ფრინავდა, ცოტა კი დაბერდა მაგრამ მაინც სანამ შემცვლელს არ მოუყვანენ უნდა იყოს ძირითადში
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #5 8 დეკემბერი 2021 14:36
    0
    ციტატა: RiquiPuig
    ამ ციყვის შთამომავალმა დაღუპა გუნდი ლივერპულთან,ფართხალა კვერცხია და მესიზე პასის გარდა არაფერი იცის

    +1 რაც მესი წავიდა იმის მერე ერთ ზუსტი პასი არ მახსოვს ამისგან საჯარიმოში გეკეთებინოს.. დაცვაში ხო ნულია და მესის წასვლის შემდეგ შეტევაშიც განულდა.
    გულშემატკივარი [?]
    #4 8 დეკემბერი 2021 14:08
    1
    ამ ციყვის შთამომავალმა დაღუპა გუნდი ლივერპულთან,ფართხალა კვერცხია და მესიზე პასის გარდა არაფერი იცის
    გულშემატკივარი [?]
    #3 8 დეკემბერი 2021 14:07
    0
    ციტატა: gecheche
    《○BIG ĆULE○》,
    არამგონია 3-4-3 იქნება სავარაუდოდ ალბა შეტევაში ალბათ მარცხნივ და ფორვარდად დეპაი და მარჯვნივ დემბელა

    მეც ეგრე მგონია მარა საინტერესოა მესამე მცველად ვინ ითამაშებს. გარსია კი ვნახეთ რა საცოდაობა იყო ამ ტაქტიკაში ლენგლე-უმტიტის შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი ალბათ უფრო ლენგლე ვერვიტან ამ ფეხბურთელს მაგრამ უთამაშებელ უმტიტიზე დაყრდნობას მგონია რო სჯობს კონკრეტულად ამ შემთხვევაში თან 3 მცველიან სისტემაში ლენგლე ძალიან ცუდად ართამაშობს იმედია გამონაკლისი არც ეს იქნება მაგრამ ძალიან მეეჭვება :დდდდდ
    წევრი [?]
    #2 8 დეკემბერი 2021 13:54
    0
    《○BIG ĆULE○》,
    არამგონია 3-4-3 იქნება სავარაუდოდ ალბა შეტევაში ალბათ მარცხნივ და ფორვარდად დეპაი და მარჯვნივ დემბელა
    Culé [?]
    #1 8 დეკემბერი 2021 13:43
    0
    კაია, ანუ 4-3-3 იქნება , საინტერესოა მარჯვნინ ვინ დადგება, არაუხო ცენტრს სჭირდება და მარჯვნივ დესტი და მინგეზა ერთად რომ დააყენო მაინც ვერაფერს ვერ იზამენ, ძაან საინტერესოა რა ტაქტიკით ვითამაშებთ
    --------------------
    CULE FOREVER