პიკე და გავი დისკვალიფიკაციის ზღვარზე

პიკე და გავი დისკვალიფიკაციის ზღვარზე

"ბაიერნთან" შეხვედრას "ბარსას" ორი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ ხვდება.

ჟერარ პიკესა და გავის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 2-2 ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ დღეს რომელიმე მათგანი არბიტრისგან გაფრთხილებას მიიღებს, ევროტურნირებზე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებიან. დისკვალიფიკაცია ვრცელდება როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე - ევროპა ლიგაზე.

როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, "ბარსელონას" "ბენფიკას" 2 ქულით უსწრებს. იმისათვის, რათა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა განაგრძოს, "ალიანც არენაზე" გამარჯვების მოპოვება სჭირდება. წარმატების ალტერნატიულ ვარიანტს "ბენფიკას" ვერმოგება წარმოადგენს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჟორჟე ჟეზუსის გუნდი "და ლუჟზე" უმოტივაციო კიევის "დინამოს" ხვდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 დეკემბერი 2021 16:23
    0
    ბაიერნმა თუ ამოგვტენა, მაგათი დისკვალიფიკაცია არავის ემახსოვრება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 დეკემბერი 2021 13:29
    0
    ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან გაზაფხულზე შუა ხაზზეც და დაცვაშიც დაბრუნდებიან ტრამვირებულები, ევროპალიგის მატჩი კი მათ გარეშეც არ უნდა იყოს პრობლემა
    Culé [?]
    #1 8 დეკემბერი 2021 13:04
    1
    ჯანდაბს მიიღონ ოღონდ პრახადნოი არ მოუწყონ იმ ქაჯებს😊
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"