ბაიერნი-ბარსელონა: ჩავი ერნანდესი მატჩის წინ

ბაიერნი-ბარსელონა: ჩავი ერნანდესი მატჩის წინ

ხვალ, "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება. მატჩამდე, ტრადიციულად, ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა.

მატჩს დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით. "ბაიერნი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები. თუ მოვიგებთ, გავალთ.
ვფიქრობ, რომ კონკურენციის გაწევა უკვე შეგვიძლია. საუკეთესო ვითარებაში არ ვართ, თამაში "ბაიერნის" მოედანზეა, მაგრამ მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველით. იმედი მაქვს, რომ "ბაიერნთან" განცდილი წაგებები ხვალ ჩვენზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ბოლომდე ვიბრძოლებთ.
გვჭირდება თუ არა სასწაული? არა. "ბარსელონას" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
ჩვენ ვცდილობთ, რომ "ბარსა" ევროპაში არცერთ მეტოქეს არ ჩამორჩებოდეს. გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. ხვალ, მოგებისთვის ვიბრძოლებთ, მატჩის შემდეგ კი ჩვენს თამაშს გავაანალიზებთ.

დემბელე

არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის, დემბელე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, იგი გუნდს ეხმარება. უსმანი ბედნიერია და ხვალ მისი როლი მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა არამხოლოდ მისი. მიუნხენში მოსაგებად, პრაქტიკულად, იდეალური თამაში უნდა ჩავატაროთ.

ალბა

ალბას მცირე დისკომფორტი აქვს, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. ხვალ ფინალი გვაქვს და მას კარგად ესმის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მის მოედანზე ყოფნას. იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ თამაშს შეძლებს.

ლევანდოვსკი

ლევანდოვსკი თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესოა. წლებია, რაც იგი უმაღლეს დონეზე თამაშობს. გარდა გოლების გატანისა, სხვა არაერთი კარგი თვისება აქვს. იგი თავის პოზიციაზე საუკეთესოა.

მარცხი

ვერმოგების შემთხვევაში, "ბენფიკასა" და "დინამოს" მატჩის შედეგზე ვიქნებით დამოკიდებულები. ვფიქრობ, ჯობია, რომ ჩვენი თამაშის მოგებაზე ვიფიქროთ.

გულშემატკივარი

ცუდია, რომ ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოგვიწევს თამაში და იმ ატმოსფეროს ვერ ვიხილავთ. ფეხბურთს გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ.

ასევე, ჩავისთან ერთად, ჟურნალისტების კითხვებს ჟერარ პიკემაც უპასუხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 8 დეკემბერი 2021 16:50
    0
    იმედით ცოცხლობს ადამიანი, მაგრამ მაინც ვეჭვობ ისე მასირებულად შეგვიტევენ თავიდანვე რო დემბელეს მარვენა მარცხენა მართლა დაავიწყდება. ერთი გოლი მიუგდოთ იმ ლევანდოვსკის რო რეკორდი დაამყაროს ეგება დაწყნარდეს მერე. ამის შემდეგ გავააქტიუროთ ოპცია დემბელე წინ. იმედია 2 ბურთს გაიტანს.
    Culé [?]
    #12 8 დეკემბერი 2021 11:03
    1
    ციტატა: gio-rakitich
    "ბარსელონას წინააღმდეგ ბაიერნი უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს", - ნაგელსმანი

    ამათნაირი უნამუსო გუნდი მეორე არ მეგულება, პეპმა როტაციას მიმართა და ახლა იგებს ამის ყოფილი ლაიპციგი.ამან პატივი უნდა ვცეთ სხვა მეტოქეებსო. (რათქმაუნდა ბენფიკა იგულისხმა)არუნდა დაეთმო პეპს და გასულიყვნენ ბოლო ადგილზე ეს გერმანელი პიჟონები.
    იცით რა, ცოტაა შანსები მაგრამ ბრძოლას და შემართებას შედეგი ყოველთვის მოაქვს. წარმატებები ვისაც ეს გუნდი უყვარს და სჯერა, ყველაფრის მიუხედავად ,ვაჩვენოთ, ამ დამპალ ფაშისტებს რო დაჭრილი არწივი სიკვდილამდე ბრძოლას აპირებს visca barca!!

    რა პატივისცემაზეა საუბარი, ხელფასს იმაში გიხდიან, რომ შენი სამუშაო შეასრულო, ამ შემთხვევაში გამოხვიდე მინდორზე და მოიგო თამაში, გინდ ფეხბურთელი იყოს, გინდ მწვრთნელი.
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    ფანი [?]
    #11 8 დეკემბერი 2021 10:59
    0
    აუუ როგორ გულით მინდა რო იმ გერმანელ ნაბიჭ....ებს მოუგონ ჩვებმა ბიჭებმა,ისეთ კომენენტარებს აკეთებენ ისინი იმენა არ მჯერა...
    გთხოოოვ ღმერთო მიეცი ამ დებილებე რამე ძალა მარა ნუ რეალობა ისაა რო ჰანდიკაპით კოგვიგებენ ისინი:(
    წევრი [?]
    #10 8 დეკემბერი 2021 02:16
    4
    სალამი ბიჭებო და გოგოებო კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა ამ საიტზე ახალი ვარ და იმედია ხვალ მოვიგებთ ❤
    Culé [?]
    #9 8 დეკემბერი 2021 01:06
    2
    დეპაი დაგლიჯავს ხვალ ნიფხვის ტოტეტბს ხო ვიცი..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 8 დეკემბერი 2021 00:11
    4
    რეალისტი ვარ და არ მჯერა, თუნდაც ფრეს მივაღწევთ. რომ მოიგო უნდა გაიტანო და საინტერესოა ვინ გაიტანს, დეპაი? თუ დემბელე, რომელიც კარს ვერ უმიზნებს. არც პრესინგი მომწონს ამათი, კარში თუ დაგვირტყეს ათიდან 8 გოლია. ხეს, რომ უძახო გახმი, გახმიო მართლა გახმებაო ნათქვამია. იმდენი წყევლა Maluma-მ, რომ შტეგოც გამოშტერდა.
    Culé [?]
    #7 7 დეკემბერი 2021 23:40
    1
    "ბარსელონას წინააღმდეგ ბაიერნი უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს", - ნაგელსმანი

    ამათნაირი უნამუსო გუნდი მეორე არ მეგულება, პეპმა როტაციას მიმართა და ახლა იგებს ამის ყოფილი ლაიპციგი.ამან პატივი უნდა ვცეთ სხვა მეტოქეებსო. (რათქმაუნდა ბენფიკა იგულისხმა)არუნდა დაეთმო პეპს და გასულიყვნენ ბოლო ადგილზე ეს გერმანელი პიჟონები.
    იცით რა, ცოტაა შანსები მაგრამ ბრძოლას და შემართებას შედეგი ყოველთვის მოაქვს. წარმატებები ვისაც ეს გუნდი უყვარს და სჯერა, ყველაფრის მიუხედავად ,ვაჩვენოთ, ამ დამპალ ფაშისტებს რო დაჭრილი არწივი სიკვდილამდე ბრძოლას აპირებს visca barca!!
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    გულშემატკივარი [?]
    #6 7 დეკემბერი 2021 23:37
    5
    ძაან მგონია რო მოვიგებთ რატო არ ვიცი იმედია კარგად ამიხდება ეს წინათგრძნობა
    გულშემატკივარი [?]
    #5 7 დეკემბერი 2021 23:05
    3
    ბოლომდე უნდა იბრძოლონ მართალია ბავშვებით გავდივართ მოედანზე მაგრამ ჩავის და ბიჭების იმედი მაქ ვისკა ბარსა!!!!
    Culé [?]
    #4 7 დეკემბერი 2021 23:01
    4
    ეგაა რა ყველა ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და ლომებივით იბრძოლონ.აბა,უკეთესი ფეხბურთელები,რომ ჰყავთ და ჯერ-ჯერობით უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი ეგეც ვიცით.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 დეკემბერი 2021 22:52
    1
    ანუ მაყურებლის გარეშე ისევ... პატარა შეღავათი კი არის, მაგრამ ცივსისხლიანი მკვლელები არიან barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 დეკემბერი 2021 22:36
    4
    კარგი მენტალიტეტი აქვს ჩავის და იმედია მალე ფეხბურთელებსაც ამ ნოტაზე ააჭიკჭიკება

    მესი მაინც მესია რა , რა შეკლასა
    Culé [?]
    #1 7 დეკემბერი 2021 22:30
    3
    გოათი მესის შედევრი გოლიიი :დ barca-3 barca-2
    --------------------
    21 საუკუნე, პიკე 37 ტიტული > რეალი 29 ტიტული

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი