ბაიერნი-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

ბაიერნი-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩი გაიმართება.

რთული სათქმელია, ჩვენ უფრო მეტი შანსი გვაქვს "ბაიერნთან" წარმატების მიღწევის თუ "დინამოს" "ბენფიკასთან", მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლო ტურის წინ, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები და გერმანიაში გამარჯვების მოპოვება უნდა ვცადოთ.

"ბაიერნს" ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ არა დაუმარცხებელი. ამ სეზონში მათი დამარცხება "ბარსელონაზე" სუსტმა გუნდებმა შეძლეს. ჩვენს წინაშე "შეუსრულებელი მისია" დგას, თუმცა უშანსოდ არ ვართ.

ამ მატჩში უსმან დემბელეს ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. შეუძლია, რომ "ბარსელონაში" პირველად გაიბრწყინოს და ამ სეზონში ამაზე უკეთეს შესაძლებლობას ვერ მიიღებს. თუ ამას "ბარსელონასთვის" არ გააკეთებს, იქნებ, "ნიუკასლზე" უკეთესი შეთავაზების მისაღებად მაინც გვაჩვენოს ის თამაში, რომელსაც მისგან ამდენი წელია ველით.

სათამაშო ფორმა

გუნდი კვლავ ჩავის იდეებთან შეგუების პროცესშია და, შესაბამისად, შეცდომებიც ბევრია. როგორც ჩავიმ თქვა, "ბაიერნის" დასამარცხებლად, იდეალური თამაშის ჩატარება იქნება საჭირო.

სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში პირველად, უსმან დემბელეს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. ამ მატჩში, გუნდური ტაქტიკის გარდა, იღბალი და დემბელეს ინდივიდუალური ოსტატობაც დაგვჭირდება.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერგასვლა კლუბის პრესტიჟს, ფინანსურ და სატრანსფერო შესაძლებლობებს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს. ფეხბურთელებმა მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გაიღონ.

მეტოქე

ამ მატჩამდე, "ბაიერნმა" "დერ კლასიკერი" მოიგო და ბუნდესლიგას 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. საოცარ ფორმაშია რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც ბოლო 12 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი. იგი 16 გოლით ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, 9 გოლით კი - ჩემპიონთა ლიგის.

მას აქვს შანსი, კრიშტიანუ რონალდუსა და სებასტიან ალეს შემდეგ, გახდეს მესამე ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე ტურში აქვს გოლი გატანილი.

გერმანელებს ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვთ, თუმცა იულიან ნაგელსმანის განცხადებით, შემადგენლობის გადახალისებას არ აპირებენ. მან დაადასტურა, რომ ნოიერსა და ლევანდოსვკის სასტარტო თერთმეტეულში ვიხილავთ.

მწვრთნელები მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი:

მატჩს დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით. "ბაიერნი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები. თუ მოვიგებთ, გავალთ.

იულიან ნაგელსმანი:

ჩავის არცისე ბევრი ვარჯიში აქვს ჩატარებული, მაგრამ სხვაობას უკვე ვხედავ. მასთან ერთად "ბარსას" დაცვის ხაზი უფრო მაღლაა აწეული. ბურთის დაკარგვის შემდეგაც განსხვავებულ პრესინგს მიმართავენ, ძალიან გამბედავ, ძალიან მაღალ პრესინგს, ისე, როგორც პეპის დროს. ეს სივრცეებს ქმნის, მაგრამ პრესინგისგან თავის დაღწევა რთულია. ვნახოთ, როგორ გავუმკლავდებით მათ პრესინგს.

დანაკლისი

ტრადიციულად, "ბარსას" ანსუ ფატი, მარტინ ბრეითუეიტი, კუნ აგუერო, დანი ალვესი, პედრი და სერჟი რობერტო დააკლდებიან. ჟორდი ალბას გარკვეული დისკომფორტი აწუხებს და მისი თამაში საეჭვოა. შესაძლოა, მან მოედანზე 90 წუთის გატარება ვერ შეძლოს.

"ბეტისთან" მატჩის შემდეგ, გავი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, საბედნიეროდ, იგი თავს კარგად გრძნობს და სრულ მზადყოფნაშია.

ასევე, ვერ ითამაშებს აბდე ეზალზული, რომელიც "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში დარეგისტრირებული არ არის.

სერიოზული დანაკლისი აქვს "ბაიერნსაც". იულიან ნაგელსმანმა დაადასტურა, რომ დღეს "რეკორდმაისტერის" რიგებში სერჟ გნაბრის, ლეონ გორეცკას, იოზუა კიმიხს, მარსელ საბიტცერსა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგს ვერ ვიხილავთ. რაც შეეხება ლუკა ერნანდესს, მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

არბიტრი

"ბაიერნთან" შეხვედრას 41 წლის რუმინელი არბიტრი, ოვიდიუ ჰაცეგანი, განსჯის. იგი FIFA-ს რეფერი 2008 წელს გახდა და კარიერის განმავლობაში 476 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

476 მატჩიდან, 5-ში "ბარსელონა" თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ 5-ვე მათგანში "ბარსამ" კარის მშრალად შენახვა შეძლო:

  • ბარსელონა 7-0 სელტიკი (2016/17)
  • სპორტინგი 0-1 ბარსელონა (2017/18)
  • ბარსელონა 2-0 ინტერი (2018/19)
  • დორტმუნდი 0-0 ბარსელონა (2019/20)
  • დინამო კიევი 0-1 ბარსელონა (2021/22)

მას კატალონიელთათვის 11 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები (მეტოქისთვის - 14). ასევე, ერთხელ აქვს დანიშნული თერთმეტრიანი "ბარსას" კარის მიმართულებით, თუმცა მაშინ, მარკო როისის დარტყმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია. ამ 5 მატჩში მას ფეხბურთელი მოედნიდან არ გაუძევებია.

ჰაცეგანისა და მიუნხენის "ბაიერნის" გზები 4-ჯერ გადაკვეთილა, 4-ვე მატჩში "რეკორდმაისტერმა" მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა:

  • ბაიერნი 6-1 ლილი (2012/13)
  • ბაიერნი 5-0 ბეშიქთაში (2017/18)
  • ბაიერნი 4-1 ჩელსი (2019/20)
  • ბენფიკა 0-4 ბაიერნი (2021/22)

რუმინელ არბირტრს "ბაიერნის" ფეხბურთელი 6-ჯერ ჰყავს გაფრთხილებული (მეტოქის - 10). მის ანგარიშზე "ბაიერნის" სასარგებლოდ დადებული ერთი პენალტია. ასევე, მან ერთხელ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გააძევა.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 37 შეხვედრაში ჰაცეგანი, საშუალოდ, 26 ჯარიმას ნიშნავს და ფეხბურთელებს ყვითელი ბარათით 4-ჯერ აფრთხილებს.

ურთიერთშეხვედრები

"ბლაუგრანასთვის", "ბაიერნი" ყველაზე უხერხული მეტოქეა. კატალონიელებს ურთიერთშეხვედრების ასეთი ცუდი ბალანსი სხვა არცერთ კლუბთან არ აქვს.

გერმანელებთან ნათამაშები 12 თამაშიდან გამარჯვების მოპოვება მხოლოდ 2-ჯერ შევძელით, 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა, დარჩენილ 8 მატჩში მოგება "ბაიერნს" დარჩა, ბურთების შეფარდება - 16-29.

ისტორიაში, ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 1996 წელს, UEFA-ს თასის ნახევარფინალში შეხვდნენ. ორი მატჩის ჯამში, "ბაიერნმა" 4-3 მოიგო.

"ბარსელონას" "ბაიერნი" სტუმრად არასდროს დაუმარცხებია. ორივე გამარჯვება "კამპ ნოუზე" ვიხილეთ. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, წყვილის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. გოლები მესიმ (2), ეტო'ომ და ანრიმ გაიტანეს. ორი მატჩის ჯამში, "ბარსამ" 5-1 იმარჯვა.

მეორე მოგება პეპ გვარდიოლას "ბაიერნთან" შედგა. მესიმ ამ შეხვედრაშიც დუბლი შეასრულა, მატჩის მიწურულს კი ნეიმარმა კონტრშეტევით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა. მიუნხენში 2-3 დავმარცხდით, მაგრამ, როგორც 2008/09, ასევე 2014/15 წლების სეზონი ტრებლით დავასრულეთ.

საინტერესო ფაქტები

  • მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის (27) "ბარსელონაზე" (25) მეტი გოლი აქვს გატანილი.
  • "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 2000 წლის შემდეგ არ ჩარჩენილა.
  • "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი თომას მიულერისგან აქვს გაშვებული - 6 თამაშში 7 გოლი.
  • მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნს" (19) "ბარსელონაზე" (2) 9.5-ჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი.
  • "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი, გაშვებული კი - 14.
  • "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატჩში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

სავარაუდო შემადგენლობები

Sport:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, პიკე, ალბა - ნიკო, ბუსკეტსი, დე იონგი - დემბელე, მემფისი, გავი

SofaScore:

"ბარსელონა" | 3-4-2-1

ტერ შტეგენი - არაუხო, პიკე, ლანგლე - დემბელე, დე იონგი, ბუსკეტსი, ალბა - გავი, ნიკო - მემფისი

Marca:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, პიკე, ალბა - ნიკო, ბუსკეტსი, დე იონგი - დემბელე, მემფისი, კოუტინიო

SportsMole:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, პიკე, ალბა - ნიკო, ბუსკეტსი, დე იონგი - დემბელე, მემფისი, კოუტინიო

"ბაიერნი" | 4-2-3-1

ნოიერი - პავარი, სიულე, ნიანზუ, რიჩარდსი - როკა, ტოლისო - სანე, მიულერი, მუსიალა - ლევანდოვსკი

პროგნოზი

90min: ბაიერნი 2-1 ბარსელონა

SportsMole: ბაიერნი 3-1 ბარსელონა

Sportskeeda: ბაიერნი 3-2 ბარსელონა

WhoScored: ბაიერნი 3-0 ბარსელონა

ტრანსლაცია

მატჩი, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟს სილქ უნივერსალი, silksport.ge და აჭარასპორტ 1 შემოგვთავაზებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #9 8 დეკემბერი 2021 17:02
    1
    ვიგებთ დღეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 8 დეკემბერი 2021 16:41
    0
    ციტატა: Albicelecte
    იმედია ამაღამ ომი იქნება barca-7

    არამგონია ისეთი ომი ვნახოთ რაც გუშინ პორტუ-ატლეტიკოს მატჩში ვნახეთ.
    წევრი [?]
    #7 8 დეკემბერი 2021 15:00
    1
    რაცარუნდა საშინლად ობტიმისტურად ჟღერდეს მაინც მჯერა რო შედეგის დადება შეიძლება ამ თამაშში უმაყურებლოდ თამაშიც ბარსას წისქვილზე ასხავს წყალს ჩემი აზრით
    Culé [?]
    #6 8 დეკემბერი 2021 14:31
    0
    3-2 ვინც დაწერა ანგარიში მაგას თავში აქვს საერთოდ რაიმე? 2 გოლის გამტანია ბარსა ბაიერნთან? თუ მოუგეს 0-1 ეგეც პენალტით ან კუთხურიდან გატანილი და პახოდუ ბაიერნის შემტევებმა კარიერის უსაშინლესი თამაში უნდა ჩაატარონ.
    Culé [?]
    #5 8 დეკემბერი 2021 13:34
    0
    იმედია ამაღამ ომი იქნება barca-7
    Culé [?]
    #4 8 დეკემბერი 2021 12:49
    0
    ისეთი თამაშია რო აბსოლუტურად ყველა მომენტი უნდა გამოვიყენოთ 💥
    რეალობას თვალს ვუსწორებ და არმჯერა მოგების მარა იქნებ რამე მოხდეს.

    შანსები 70-30 ზეა ჩემიაზრით
    გულშემატკივარი [?]
    #3 8 დეკემბერი 2021 12:47
    3
    სულ რომ ჯგუფიდან ვერ გავიდეთ,პრესტიჟის ამბავია რომ არ წავაგოთ,ყელში ამოვიდნენ უკვე ეს გერმანელი ...... ბარსელონააა თუ ჭიათურის მაღაროელი ბლიად
    ფანი [?]
    #2 8 დეკემბერი 2021 11:26
    1
    მიდით რაა ბიჭებო მიდიით❤თავი არ შეირცხვინოთ,მოგება/წაგებაში არაა საქმე,გაგვახსენეთ უბრალოდ რატომ შეგვიყვარდა ბარსელონას თავის დროზე და გაიღეთ მაქსიმუმი❤დაგვანახეთ,რომ აქვს კლუბს მომავალი🙏მეტს არაფერს გთხოვთ მე პირადად🔥
    გულშემატკივარი [?]
    #1 8 დეკემბერი 2021 11:24
    2
    ეჰჰ რადრო დადგა დემბელეს იმედზს რო ვართ 😶 მე მჯერა მაინც გულის სიღრმეში .Visca Barca!!