იულიან ნაგელსმანის კომენტარი ბარსელონასთან მატჩამდე

იულიან ნაგელსმანის კომენტარი ბარსელონასთან მატჩამდე

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, "ბარსელონასთან" მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ჩავის არცისე ბევრი ვარჯიში აქვს ჩატარებული, მაგრამ სხვაობას უკვე ვხედავ. მასთან ერთად "ბარსას" დაცვის ხაზი უფრო მაღლაა აწეული. ბურთის დაკარგვის შემდეგაც განსხვავებულ პრესინგს მიმართავენ, ძალიან გამბედავ, ძალიან მაღალ პრესინგს, ისე, როგორც პეპის დროს. ეს სივრცეებს ქმნის, მაგრამ პრესინგისგან თავის დაღწევა რთულია. ვნახოთ, როგორ გავუმკლავდებით მათ პრესინგს.

მათ ფანტასტიკური გუნდი ჰყავთ, ახალგაზრდული შემადგენლობით. ისინი წნეხის ქვეშ არიან, რადგან ხვალ მოგება სჭირდებათ და ეს ჩვენთვის პოზიტიური ამბავია, მაგრამ "ბარსას" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა. ჩვენ გვსურს, რომ კარგი თამაში ჩავატაროთ.

კითხვაზე, ითამაშებს თუ არა "ბაიერნი" გადახალისებული შემადგენლობით, გერმანელი ასე პასუხობს:

ნოიერი და ლევანდოვსკი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. საუკეთესო გუნდს გამოვიყვანთ. მოკითხვა "ბენფიკას".

პრესკონფერენციაზე ნაგელსმანმა ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებაც ისაუბრა.

"ალიანც არენზე" მატჩი, რომელსაც გულშემატკივრებიან ვერ დაესწრებიან, ხვალ, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #9 8 დეკემბერი 2021 11:07
    0
    სასწაული მოხდებოდეს და პიკე გაიტანდეს გამარჯვების გოლს🙃დღეს კიევს ვბალეშიკობ მე და თქვენი არ ვიცი🤦‍♂️
    ფანი [?]
    #8 8 დეკემბერი 2021 11:05
    0
    აუ ეს რამ გაათ...ესლა😂😂😂😂

    გავიგეთ რო კაი გუნდი გყავთ,დღეს თუ არა მაგ ირონიის გამო ამ სეზონის მერე პასუხს აგებ მაგ სიტყვებზე იულიან😊
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 დეკემბერი 2021 23:58
    0
    აბა რა საუკეთესო გუნდი უნდა გამოიყვანო. ისემც გიქნია 3-4 ძირითადის ფეხბურთელს 2-3 თვიანი ტრავმა აკიდო, ლევანას თამადობით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 დეკემბერი 2021 22:39
    3
    მაინც გამოურია ნაგავი ხასიათი რა , ყოველთვის სუსტ ბარსას ამარცხებენ ხოლმე, აბა იყოს ახლა პეპის ბარსა ან ლუჩოსი, გერმანულ სარდლენს გაგიყრიდით ერთ ადგილას🍑
    წევრი [?]
    #5 7 დეკემბერი 2021 22:05
    5
    აი ჯერ მარტო ბოლო სიტყვების გამო უნდა ჩადონ სული და გული ბიჭებმა , როგორ მინდა წაჭიმონ ეს გერმანული მანქანა თავიანთ კედლებში რა
    ფანი [?]
    #4 7 დეკემბერი 2021 21:39
    5
    ისე, ლიჩნად რაცარუნდა პარადოქსულად არ ჟღერდეს, ხვალ დელბელეს იმედზე ვართ შეტევაში. თუ ვინმე თამაშს ამწვავებდა გინდ ბეტისთან, გინდაც ბენფიკასთან ეს დემბელე იყო ფაქტია. რა შედეგი მოიტანა ეგ ცალკე თემაა, მარა ცდილობდა სხვებთან შედარებით. რავი მემფისმაც იქნებ ქნას რამე, რა მაგრად დაიწყო არადა, მერე მოუკლო აშკარად.
    გულშემატკივარი [?]
    #3 7 დეკემბერი 2021 21:33
    3
    nika 54,
    პირიქით ბენფიკას გავიყვანთო ბარსას დარხაო

    იქნებ სწორი ტაქტიკით მოვუგოთ თანმიმდევრულად სწორად რო ვეთამაშოთ მოგების შანსი იზრდება უბრალოდ ჩავიმ ახლა უნდა გამოაჩინოს მისი ტაქტიკური ხედვა და ცოდნა და ჩაუდოს ამ გერმანულ სარდელს
    ფანი [?]
    #2 7 დეკემბერი 2021 21:30
    3
    nika 54,
    Ara, piriqit da am sityvebis gamo minda rom xavim chaudos taktikit
    --------------------
    NJR ❤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 დეკემბერი 2021 21:28
    1
    "ნოიერი და ლევანდოვსკი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. საუკეთესო გუნდს გამოვიყვანთ. მოკითხვა "ბენფიკას"
    და ეს რას ნიშნავს? გასულები ხართო?