ნაგელსმანი ადასტურებს: გორეცკა, გრანბრი და კიმიხი ბარსასთან არ ითამაშებენ

ნაგელსმანი ადასტურებს: გორეცკა, გრანბრი და კიმიხი ბარსასთან არ ითამაშებენ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა "ბარსელონასთან" ხვალ გასამართი თამაშის წინ გუნდის დანაკლისზე ისაუბრა.

ნაგელსმანის თქმით გერმანულ გუნდს იოზუა კიმიხი, სერჟ გნაბრი, ლეონ გორეცკა, მარსელ საბიტცერი და ერიკ შუპო-მოტინგი ვერ დაეხმარებიან.

გორეცკამ ვარჯიში ნაადრევად დაასრულა და ის ხვალ ვერ ითამაშებს. მცირე ტრავმა აწუხებს გნაბრისაც და მოედანზე არც ის იქნება. ასევე ჯერ კიდევ ვერ ვარჯიშობს შუპო-მოტინგი. რაც შეეხება კიმიხს, ის ტესტს ხვალ ჩაიტარებს და გაირკვევა, დატოვებს თუ არა კარანტინს, მაგრამ ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას მაინც ვერ მიიღებს.

ლუკას ერნანდესი თავს კარგად გრძნობს, საბიტცერს კი ჯერ დრო ჭირდება, ის ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

- ნაგელსმანის სიტყვებს "ბაიერნის" Twitter-ის გვერდი ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 7 დეკემბერი 2021 21:08
    3
    ცოტა ამოვისუნთქე რაღაც შანსი მოგვცა ამ დანაკლისმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 7 დეკემბერი 2021 18:39
    4
    ეგება ნოიერიც, მიულერიც და ლევანდოვსკიც დაასვენონ ბარემ.
    Culé [?]
    #8 7 დეკემბერი 2021 18:17
    3
    ფიზიკური სიძლიერე მოაკლდათ ნახ. დაცვაში. ბუსკეცზე და დე იონგზეიქნება დამოკიდბეული თამაშის 90%. რამდენად ისინი ჩაშლიან შეტევებს. თავიანთი მაქსიმუმი უნდა აჩვნეონ, სხვა გზა არაა უბრალოდ - დე პაი და დემბელე არავისზე ნაკლები გამქცევები არ არიან, გაქცევასთუეხება საქმე... მარა მაინც შესრულება გვიჭირს ბოლო ფაზაში.
    Culé [?]
    #7 7 დეკემბერი 2021 17:56
    2
    ლევანა და მიულერიც თუ დამეტებაინ მერე მართლა იქნება შანსი, თითქმის ერთი დონის შემადგენლობა გვეყოლება მარა გუნდურად და ფიზიკურად ბევრად უკეთესი რომაა ბაიერნი მაგას რა ვუყოთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 დეკემბერი 2021 17:27
    4
    ეგ დიდი დანაკლისია, იმათთვის კიმიხი ისეა როგორც ჩვენთვის ბუსი, ნუ მთლად ეგრე არა რათქმაუნდა, გნებრიც და გორეცკაც მაღალი დონისები არიან, საბიცერიც სახიფათოა, მოკლედ გავლენ მოედანზე და მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქრონ, არ შეგვარცხვენენ იმედია
    Culé [?]
    #5 7 დეკემბერი 2021 17:25
    4
    ეჰჰ ლევანდოვსკიც დაემატოს ამათ და მერე უკვე შეიძლება მოგებაზე ფიქრი 😂
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 დეკემბერი 2021 17:25
    3
    alen halilovic,
    რავი მაგ ნოიერს გლადბახმა ყველა დირკიდან აჭამა და არც ეგეთი გადამრიე მეკარე არაა მე თუ მკითხავ, ამათმა კარში ზუსტად დაარტყან და 1 მაინც რავა არ გავა , ან მეტი,
    Culé [?]
    #3 7 დეკემბერი 2021 17:09
    1
    ეს ძაან მნიშვნელოვანია, მე კაი ხანია არ მინახავს ბაიერნის თამაში, მარა შარშანწინდელ გუნდში კიმიხი, გორეცკა და ტიაგო ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ. ეხა არცერთი არ ყავთ და ნახევარდაცვაში უნდა მოვხუთოთ, აუცილებლად 3-4-3 გვინდა და არ ამოვასუნთქოთ, შეიძლება გამოვიდეს რამე.
    უბრალოდ ერთი ისაა ცუდი რო ნოიერთან რაც გინდა მომენტი შექმენი, აზრი არ აქვს თითქმის
    ფანი [?]
    #2 7 დეკემბერი 2021 16:54
    7
    ყველასთან შეიძ₾ება თამაში . უნდა იბრძოლონ, ირბინონ და თუ საჭირო გახდა იჩეხაონ კიდეც :) მოგება აუცილებელია!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 დეკემბერი 2021 16:51
    4
    2 სასტავით მოგიგებთ, თანაც ფორას მოგცემთო?! სირცხვილია, მაგრამ ფაქტია, რომ ასე დიდხანს გაგრძელება აღარ შეიძლება rage