ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 დეკემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 დეკემბერი მოხდა.

თამაშები

7 დეკემბერი "ბარსელონამ" 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1924 წელი

"ბარსელონა" 25 წლის იუბილეს 2 დღის განმავლობაში ზეიმობდა. "ბლაუგრანა" "ლეს კორტსზე" "რეალ უნიონს" ორჯერ დაუპირისპირდა, ასევე ჩატარდა მარათონი სახელწოდებით "III Challenge Pere Prat", რომელშიც ესპანელი და ფრანგი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

1930 წელი

სეზონის პირველ მატჩში "ბარსელონამ" ლა ლიგის იმჟამინდელი გამარჯვებული "ბილბაო" 6-3 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები აროშამ (2), დიეგომ (2), არნაუმ და ბესტიტმა გაიტანეს.

1996 წელი

მადრიდში გამართული "ელ კლასიკო" "რეალ მადრიდმა" 2-0 მოიგო.

2004 წელი

"შახტართან" 0-2 წაგებულ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე ლიონელ მესის დებიუტი შედგა.

2010 წელი

"რუბინთან" 2-0 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე თამაში ჩაატარა.

2014 წელი

"ესპანიოლთან" გამართულ ქალაქურ დერბიში "ბარსელონა" მარცხდებოდა, მაგრამ "ბლაუგრანამ" 5-1 მოიგო. ლიონელ მესიმ ბოლო 4 თამაშში მე-3 ჰეთ თრიქი შეასრულა. დანარჩენი გოლები პიკემ და პედრომ გაიტანეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 დეკემბერი 2021 21:04
    0
    ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 დეკემბერი
    მიუნხენთან შეხვედრამდე ბარსამ ალიანც არენაზე ივარჯიშა.