ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 6 დეკემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 6 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 დეკემბერი მოხდა.

თამაშები

6 დეკემბერი "ბარსელონამ" 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 13 მოიგეს  და 2 წააგეს.

1953 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "დეპორტივო" 6-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები გონსალვო III-მ (2), ტეხადამ (2), კუბალამ და ბასორამ გაიტანეს.

1959 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ბეტისი" 6-0 გაანადგურა. გოლები ევარისტომ (2), ვერგესმა, მარტინესმა, გენსანამ და კუბალამ გაიტანეს.

2003 წელი

"ბარსელონა" ლა ლიგის საშინაო "ელ კლასიკოში" 20 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად დამარცხდა. 1-2 წაგებულ შეხვედრაში მასპინძელთაგან გოლი პატრიკ კლუივერტმა გაიტანა. კლუივერტის ეს გოლი ლა ლიგის ისტორიაში 55 500-ე იყო.

2011 წელი

ბატე-სთან ჩემპიონთა ლიგაზე 4-0 მოგებულ შეხვედრაში სერჟი რობერტომ "ბარსელონას" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 დეკემბერი 2021 20:53
    0
    კაი დღე გვქონია შედეგებით.