ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 4 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 4 დეკემბერი მოხდა.
თამაშები
4 დეკემბერი "ბარსელონამ" 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1960 წელი
"კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონა" 3-5 დამარცხდა. მასპინძელთაგან გოლები მარტინესმა, ვილიავერდემ და კუბალამ გაიტანეს.
1967 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი გილერმო ამორი. 1988-1998 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 432 თამაში ჩაატარა და 69 გოლი გაიტანა. ამორმა კატალონიურ გუნდში 5 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ესპანეთის თასი, 2 თასების მფლობელთა თასი, 2 ევროპის სუპერ თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1977 წელი
"კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონა" 2-3 დამარცხდა. მასპინძელთაგან ორივე გოლი კარლეს რეშაკმა გაიტანა.
1988 წელი
დაიწყო ესპანეთის ქალთა ჩემპიონატის პირველი გათამაშება, რომელიც "ბარსელონამ" მე-4 ადგილზე დაასრულა.
2010 წელი
"ოსასუნასთან" 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ პეპ გვარდიოლას ერაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]