აგუერო: ჩემი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს

აგუერო: ჩემი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს

"ბარსელონას" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, გულის პრობლემების გამო, კატალონიურ გუნდს მინიმუმ თებერვლის დასაწყისამდე დააკლდება.

არგენტინელი შეუძლოდ "ალავესთან" მატჩში გახდა, რისი მიზეზიც არითმია აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, მას კარიერის დასრულებაც კი მოუხდეს.

ახლა კი, ვეტერანი ფეხბურთელი Twitch-ის საკუთარ არხზე დაზიანების შემდეგ პირველად გამოჩნდა და საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ბევრ საუბარს არ ვაპირებ. უკვე ყველამ იცის, რომ რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. მინდა, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც სოციალური ქსელებიდან მივიღე, ყველას მადლობა გადავუხადო.

ბევრი ადამიანი მწერს, რის გამოც მადლობელი ვარ. ახლა eSports-ის თამაშით ვერთობი და სხვა არაფერზე ვფიქრობ. მადლობა თანადგომისთვის".

მოსალოდნელია, რომ 33 წლის შემტევი კლუბთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, სადაც თავის მომავალზე ისაუბრებს, თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 4 დეკემბერი 2021 23:02
    0
    ამის ფეხბურთი ეხლა პლეისტეიშენზე თუ იქნება, მინდორზე ამას აღარ შეუშვებენ.
    გულშემატკივარი [?]
    #5 4 დეკემბერი 2021 13:47
    0
    ალექსანდრე გეგეჭკორი,
    ფიფას კაცია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 დეკემბერი 2021 12:22
    0
    მაგრად მევასებოდა ყოველთვის აგუერო მაგრამ აწი მაგისი ფეხბურთი ვეღარ იქნება, გააგრძელოს ისევ სტრიმერობა
    Culé [?]
    #3 4 დეკემბერი 2021 11:02
    1
    Pes ში რა მოსწონს უბრალოდ გამარკვიოს😁😁
    ფანი [?]
    #2 4 დეკემბერი 2021 08:17
    0
    აბა ასრულებსო კარიერას? 🤷🏻‍♂️
    გულშემატკივარი [?]
    #1 4 დეკემბერი 2021 02:58
    3
    ფორმის პიკში მყოფი აგუერო დაგვხატავდა ეხა 🙃